ამინდის პროგნოზი
- საზოგადოება
- 21.12.2017
- 11:09
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 21-24 დეკემბერს საქართველოში ცვალებადი ამინდი იქნება.
21 დეკემბრიდან საქართველოში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდია მოსალოდნელი. ჰაერის ტემპერატურა 3-4 გრადუსით დაიკლებს.
22 დეკემბერს ცალკეულ რაიონებში წვიმა, მაღალმთაში კი თოვლია მოსალოდნელი.
ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოს დაბლობში +11, +16, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +7, +12 გრადუსი იქნება.