png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

პრეზიდენტმა საახალწლოდ მოსახლეობას ქართული პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა

  • პოლიტიკა
  • 21.12.2017
  • 11:41
 პრეზიდენტმა საახალწლოდ მოსახლეობას ქართული პროდუქციის შეძენისაკენ მოუწოდა

საქართველოს პრეზიდენტი, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციის მიზნით კამპანიის ,,მოითხოვე ქართული" ფარგლებში, კომპანიებს ,,ნატახტარსა" და ,,ზედაზენს" ეწვია, რომელშიც ,,ბარამბოს" პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდიც იყო წარმოდგენილი.

გიორგი მარგველაშვილმა ადმინისტრაციის უფროსთან, გიორგი აბაშიშვილთან ერთად დაათვალიერა "ზედაზენის" ქართული ლუდისა და უალკოჰოლო გამაგრილებელი სასმელების მწარმოებელი ქარხანა, რომელშიც ამჟამად 700 ადამიანია დასაქმებული.

პრეზიდენტს კომპანიის დამფუძნებელმა ცეზარ ჩოჩელმა უმასპინძლა. პრეზიდენტი ლუდის დამზადების ტექნოლოგიას გაეცნო და საწარმოო პროცესი დაათვალიერა.

კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ტექნოლოგიური აღჭურვითა და ნედლეულის ხარისხით "ზედაზენი" უახლესი სტანდარტების ლუდსახარშია და მისი პროდუქციის ექსპორტი უკვე განხორციელდა მსოფლიოს 23 ქვეყანაში.ჩეხი და გერმანელი მოწვეული მაღალკვალიფიციური სპეციალისტები კი, სისტემატურად მუშაობენ საერთაშორისო ხარისხის და სტანდარტის დამკვიდრებაზე.

,,ზედაზენში" კომპანია "ბარამბომ" პრეზიდენტს საახალწლო ხაზის პროდუქციის საპრეზენტაციო სტენდი წარუდგინა. ლუდსახარშში "ნატახტარი" საქართველოს პრეზიდენტს კომპანიის წარმომადგენლებმა გიორგი ქოქიაშვილმა, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა და გენერალურმა დირექტორმა ჯუნეით არათიმ უმასპინძლეს და კომპანიის მუშაობის სპეციფიკა გააცნეს. კომპანიის ხელმძღვანელების განცხადებით, ლუდსახარში ქართული ლუდის ბაზრის 50 პროცენტზე მეტი წილის მფლობელია.კომპანია მომხმარებელს ლუდის ცხრა ბრენდს, ორ ქვებრენდს და ლიმონათის რვა არომატს სთავაზობს.

,,დაახლოებით ერთი წლის წინ დავიწყეთ კამპანია "მოითხოვე ქართული". ამ კამპანიის სულისკვეთებით ჩვენ შემოვიარეთ ფაქტიურად საქართველოს ყველა რეგიონი, ვნახეთ არაერთი ქართული წარმოება, რომელიც ამდიდრებს საქართველოს, ქმნის სამუშაო ადგილებს, აძლიერებს ქართულ ბიზნესს. დღეს ჩვენ ვართ ჩემთვის განსაკუთრებით ახლოს, მცხეთა - მთიანეთის რეგიონში, მოვინახულეთ "ზედაზენი", "ბარამბო", "ნატახტარი". მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ჩვენს საზოგადოებას, მნიშვნელოვანია პრაგმატული, ყოველდღიური პატრიოტიზმი. ეს გამოიხატება იმაში, რომ უნდა მოითხოვოთ ქართული პროდუქცია, შეიძინოთ ქართული პროდუქცია, გააძლიეროთ საქართველო. ნამდვილად, ის საახალწლო სუფრა, რომელიც მე მინდა, რომ ყველა ოჯახში ხვავიანი და ბარაქიანი იყოს კიდევ უფრო ლამაზად გამოიყურებოდეს თუ სავსე იქნება ქართული პროდუქციით, რომელიც ნაწარმოებია საქართველოში, ქართველების მიერ და რომელიც ჩვენს მოქალაქეებსაც გაამდიდრებს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge