png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

  • პოლიტიკა
  • 21.12.2017
  • 19:01
საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში შეხვედრებს მართავს.

პირველი სამუშაო შეხვედრა ქართველმა კანონმდებლებმა, ჩინეთის პარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილესთან გამართეს, სადაც საპარლამენტო თანამშრომლობის გაძლიერებაზე და პოლიტიკური და ეკონომიკური კავშირების კიდევ უფრო გამყარებაზე ისაუბრეს.

სოფიო ქაცარავამ კოლეგას საქართველოში გატარებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო. მისი თქმით, ეს რეფორმები ქვეყნის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე მეტყველებს და ქვეყანაში საინვესტიციო გარემოს დღითიდღე აუმჯობესებს.

ჩინეთის პარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ჩენ ფენგსიანმასაქართველოს წარმატებასა და ჩინეთ-საქართველოს მჭიდრო ეკონომიკურ პარტნიორობაზე ისაუბრა და ხაზი გაუსვა საქართველოს აქტიურობას ჩინეთთან ურთიერთობაში, როგორც საკანონმდებლო, ისე აღმასრულებელ დონეზე.

სოფიო ქაცარავამ თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმების მნიშვნელობას და ამ შეთანხმების ფონზე ექსპორტ-იმპორტის მზარდ დინამიკას გაუსვა ხაზი, რაც მისი თქმით, ქვეყნების ეკონომიკურ მდგომარეობაზე აისახება.

მხარეებმა, აბრეშუმის გზის მნშვნელობაზე და მასთან დაკავშირებულ საკითხებზე ისაუბრეს. ყურადღება გაამახვილეს მეგობრობის ჯგუფების როლზე, ორმხრივი და მრავალმხრივი თანამშრომლობის გაძლიერებისა და ხალხთაშორისი და კულტურული კავშირების გამყარებისთვის.
სოფიო ქაცარავამ ჩენ ფენგსიანი საქართველოში ოფიციალურად მოიწვია.

დელეგაციის შემადგენლობაში სოფიო ქაცარავასთან ერთად, ირინე ფრუიძე, ირაკლი ბერაია და ირაკლი შიოლაშვილი არიან.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge