Google Glass-ის შემქმნელი ახალი მოწყობილობაზე მუშაობს
- ეკონომიკა
- 18.11.2015
- 14:30
Google-ის თანამშრომლები, რომლებმაც ე.წ. „ჭკვიანი სათვალეები“ Google Glass-ი შექმნეს, ამჟამად ახალი მოწყობილობის შექმნაზე მუშაობენ. როგორც The Information-ი საკუთარ წყაროზე დაყრდნობით იუწყება, ინტერნეტ საძიებო სისტემის Project Aura-ს განყოფილების წარმომადგენლები გაჟეტზე მუშაობენ, რომელსაც შესაძლოა ეკრანი არ ქონდეს. გამოცემის ინფორმაციით, Google-მა აღნიშნული მიმართულებით 3 პროტოტიპი უკვე შექმნა. აღნიშნული მოწყობილობები კი ძირითადად სპორტსმენებზე იქნება გათვლილი. Project Aura, ეს Google-ის ახალი განყოფილებაა, რომელიც პროექტ Glass-ის ბაზაზე შეიქმნა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200