primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
21 აგვისტო, 2026, პარასკევი
primenewsgeorgia.ge

არასრულწლოვანთა და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

  • საზოგადოება
  • 23.12.2017
  • 14:54
 არასრულწლოვანთა და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ორგანიზებით, N11 არასრულწლოვანთა სარებილიტაციო და N5 პენიტენციურ დაწესებულებებში საახალწლო ღონისძიებები გაიმართა.

არასრუწლოვან მსჯავრდებულებს, რომლებიც წინასაახალწლოდ დასაჩუქრდნენ, დამდეგი შობა-ახალი წელი  სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის მოადგილემ ზვიად მიხანაშვილმა მიულოცა. მსჯავრდებულებმა კი, სტუმრებს თავიანთი ნამუშევრები დაათვალიერებინეს.

„არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მყოფ ახალგაზრდებს სხვადასხვა კომპანიების მიერ გამოგზავნილი საჩუქრები გადავეცით. მსჯავრდებულებზე ზრუნვის საკითხში, სამინისტროსთან ერთად, საზოგადოების ჩართულობაც აუცილებელია. სასურველ შედეგს, რომელიც მათი რესოციალიზაცია და გათავისუფლების შემდეგ საზოგადოებაში სრულფასოვანი რეინტეგრაციაა, მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ“, - განაცხადა ზვიად მიხანაშვილმა.

არასრულწლოვნებს საჩუქრები დაწესებულებაში პირადად გადასცეს კომპანია GT GROUP-ის წარმომადგენლებმა.  „გადავწყვიტეთ წინასაახალწლოდ, ახალგაზრდები შეძლებისდაგვარად გაგვეხარებინა. მათთვის ჩვენი მხარდაჭერა და გვერდით დგომა აუცილებელია. აღსანიშნავია, რომ აქ არსებული ვითარებით სასიამოვნოდ გაოცებული დავრჩით. დაწესებულებაში ყველანაირი პირობაა იმისთვის, რომ  ახალგაზრდები განვითარდნენ და  ჯანსაღი ცხოვრების წესით იცხოვრონ“, - განაცხადა GT GROUP-ის დამფუძნებელმა ჯაბა შელიამ. 

N5 დაწესებულებას კი, წინასაახალწლოდ, მომღერალი მაკა ზამბახიძე ეწვია და მსჯავრდებულებთან ერთად, ნაძვის ხის მორთვაში მიიღო მონაწილეობა. მაკა ზამბახიძემ რამდენიმე სიმღერა შეასრულა და მსჯავრდებულებს შობა-ახალი წელი მიულოცა, მათ შორის ის დედათა და ბავშვთა სახლს ეწვია, სადაც ქალი პატიმრები 3 წლამდე ასაკის შვილებთან ერთად იმყოფებიან.

სასჯელაღსრულების  და პრობაციის სამინისტრო წინასაახალწლოდ, სხვადასხვა ღონისძიებას ყველა დაწესებულებაში გამართავს. დაგეგმილია შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიური თეატრის დასის, ანსამბლების: „რუსთავი“, „შვიდკაცა“, „ქართული ხმები“, ჯგუფების - „რეზო და ბავშვები“, „გამოუვალი მდგომარეობის“ და „ქუჩის ბიჭების“ კონცერტები და ღონისძიებები. დაწესებულებებს, ასევე, იუმორისტული შოუს მსახიობები ესტუმრებიან. გარდა ამისა, ღონისძიებებში მონაწილეობას მიიღებენ მომღერლები თიკა ჯამბურია, ნინი ქარსელაძე, მარიკა თხელიძე და სხვები.

მსჯავრდებულებს საახალწლოდ, სხვადასხვა კომპანიის მხრიდან საჩუქრებიც გადაეცემათ, მათ შორის: „ავერსი“, „ზედაზენი“, „ბარამბო“ „ვაიკიკი“, „ბეიქერი“ და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 19:28
არავის ვებრძვი, ვიცავ მხოლოდ ჩემს თავს და ჩემს ოჯახს. თქვენ ყველა ნაბიჯებზე იძულებული ვიქნები სარკისებურად გიპასუხოთ - ირაკლი ღარიბაშვილი
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 12:47
მოამზადე ავტომობილი საზაფხულო მოგზაურობისთვის და გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
  • 06:39
ალბათ, უნდათ, რომ ღარიბაშვილი გაასაღონ, როგორც ახალი ოპოზიცია - სალომე ზურაბიშვილი
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
  • 09:44
19-21 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა
დღეს ფერისცვალებაა
  • 09:36
დღეს ფერისცვალებაა
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
  • 01:23
“მოვიდა დრო” - 12 წლის წინ დაკარგული გურამ დიდიანძიის Facebook-ის გვერდზე პოსტი გამოქვეყნდა
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
  • 21:19
წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ - ირაკლი ღარიბაშვილი
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
  • 12:24
"თეგეტა აკადემია" Bridgestone-ის რეგიონული სასწავლო პარტნიორი გახდა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge