გურჯაანში, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს
- საზოგადოება
- 23.12.2017
- 14:58
რამდენიმე წუთის წინ, გურჯაანში, საცხოვრებელ სახლში ცოლ-ქმარი გარდაცვლილები იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, 77 და 80 წლის მოხუცები საცხოვრებელ სახლში მეზობელმა აღმოაჩინა და პოლიციას შეატყობინა. მათი გარდაცვალების სავარაუდო მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა.
საცხოვრებელ სახლში ექსპერტ-კრიმინალისტები ამ დრომდე მუშაობენ.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით დაიწყო.