ქაბულში ტერაქტს 6 ადამიანი ემსხვერპლა
- მსოფლიო
- 25.12.2017
- 11:27
ავღანეთის დედაქალაქში აფეთქებას ექვსი ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ სამი პირი.
დილით ქაბულში თვითმკვლელმა თავი ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის შენობასთან, აბდულ ჰაკის მოედანზე აიფეთქა.
ადგილობრივი მედიის ცნობით, დაღუპულთა შორის ეროვნული უსაფრთხოების დირექტორატის ორი თანამშრომელია.
აფეთქებაზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფომ“ აიღო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200