გვატემალა საელჩოს იერუსალიმში გადაიტანს
- მსოფლიო
- 25.12.2017
- 11:42
გვატემალას პრეზიდენტის ჯიმი მორალესის განცხადებით, ქვეყნის საელჩო თელ-ავივიდან იერსუალიმში გადავა.
„ფეისბუქის“ გვერდზე მორალესმა განმარტა, რომ გადაწყვეტილება ისრაელის პრემიერ-მინისტრთან ბინიამინ ნეთანიაჰუსთან საუბრის შემდეგ მიიღეს.
გასულ კვირას გვატემალა გაეროს ერთ-ერთი წევრი-ქვეყანა იყო, რომელმაც გაეროს რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა. რეზოლუცია აშშ-ს იერუსალიმის ისრაელის დედაქალაქად აღიარების გადაწყვეტილების გადახედვას სთხოვდა.
დონალდ ტრამპი ფინანსური დახმარების შეწყვეტით დაემუქრა იმ ქვეყნებს, რომლებმაც აშშ-ის ამ გადწყვეტილების წინააღმდეგ წავიდნენ. აშშ გვატემალასთვის მნიშვნელოვანი ფინანსური დონორია.
გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 21 დეკემბერს მიიღო რეზოლუცია, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობას ისრაელის დეადაქალაქად იერუსალიმის არაღიარებისკენ მოუწოდებს.