png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

საყოველთაო Secret Santa-ს ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო

  • საზოგადოება
  • 25.12.2017
  • 13:17
საყოველთაო Secret Santa-ს ფარგლებში საშობაო ბაზრობა მოეწყო

საქართველოს ბანკის, საქართველოს წამყვანი ბანკის ინიციატივით, ახალ აღმაშენებელზე (საფეხმავლო გზაზე) საყოველთაო Secret Santa 2018-ის საშობაო ბაზრობა მოეწყო. ყველას ვისაც აქვს სურვილი შეიძინოს ქართული საჩუქრები და გაახაროს საყვარელი ადამიანები, შესაძლებლობა აქვთ ეწვიონ Secret Santa-ს საშობაო ბაზრობას 25 დეკემბრიდან 30 დეკემბრის ჩათვლით. საშობაო ბაზრობა 12:00 საათიდან გაიხსნება და 23:00 საათამდე უმასპინძლებს სტუმრებს.  საყოველთაო Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე წარმოდგენილია Secret Santa-ს სახელოსნოში ჩართული, მხოლოდ ადგილობრივი მცირე ბიზნესის მიერ წარმოებული ქართული და მრავალფეროვანი პროდუქცია, რომელიც ყველა გემოვნების და ასაკის ადამიანის სურვილებს დააკმაყოფილებს.  Secret Santa-ს საშობაო ბაზრობაზე ასევე წარმოდგენილი იქნება საქართველოს ფოსტა, მათ ვინც ჩართულია საყოველთაო Secret Santa-ს პროექტში, შესაძლებლობა ექნება შეიძინოს ქართული საჩუქარი, ადგილზევე ჩააბაროს ფოსტას გზავნილი და გაახაროს სრულიად უცნობი ადრესატი.

აღსანიშნავია, რომ წელს სანტებს შესაძლებლობა აქვთ რაც შეიძლება მეტი ქართული საჩუქარი აჩუქონ თავიანთ ადრესატებს და ამით  ხელი შეუწყონ ქართული წარმოების წინსვლასა და განვითარებას.  საყოველთაო Secret Santa-ს იდეა ეფუძნება საქართველოში უკვე კარგად ნაცნობ საახალწლო ტრადიციას, რომლის თანახმადაც პროექტში მონაწილეებმა მათთვის სრულიად უცნობ ადამიანებს საჩუქრები უნდა გაუგზავნონ და თავადაც დასაჩუქრდენ.

ამ ეტაპზე Secret Santa-ს პროექტში ჩართვისათვის რეგისტრაცია დასრულებულია და ადრესატები თავიანთი სანტების საჩუქრებს ელიან. ადამიანების ჩართულობით ახალი წელი კიდევ უფრო ჯადოსნური ხდება, რადგან მთელი გულით გაცემულ სულ პატარა საჩუქარს დიდი ძალა აქვს. თუ ხარ Secret Santa ეწვიე საშობაო ბაზრობას და #აჩუქე ქართული.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge