png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

ზვიად რატიანის მხარდასაჭერად ზუგდიდში აქცია გაიმართა

  • საზოგადოება
  • 25.12.2017
  • 15:28
 ზვიად რატიანის მხარდასაჭერად ზუგდიდში აქცია გაიმართა

პოეტ ზვიად რატიანის მხარდასაჭერად, ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში პოეტებმა, არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებმა და სხვებმა აქცია გამართეს. მათ რატიანის მიმართ პოლიციის ძალის გამოყენება გააპროტესტეს და დამნაშავეების დასჯა მოითხოვეს. 

მათი თქმით, ხელისუფლებამ საზოგადოების დაკვეთა უნდა შეასრულოს.

ცნობისთვის, ზვიად რატიანის საქმის სასამართლო განხილვა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, გადაიდო. 

პოეტი ე.წ. ძველი რკინიგზის საავადმყოფოში გადაიყვანეს. 

ადვოკატის განცხადებით, რატიანს სხეულის დაზიანებები, ასევე ტვინის შერყევა აქვს, უჭირს გადაადგილებაც, რის გამოც, ის დღევანდელ სასამართლო პროცესზე ვერ გამოცხადდა. მისივე ინფორმაციით, რატიანმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა სახლში გამოიძახა, სწორედ ამის შემდეგ გადაიყვანეს ის საავადმყოფოში.

შეგახსენებთ, რატიანი  სამართალდამცავებმა თამარ მეფის გამზირზე დააკავეს. მას ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 116-ე და 173-ე მუხლების დარღვევაში ედება ბრალი.

პარალელურად, ზვიად რატიანის განცხადების საფუძველზე გამოძიება დაიწყო გენერალურმა პროკურატურამ. რატიანის განცხადებით, რომელსაც ფიზიკური დაზიანებების კვალი ჯერ კიდევ ეტყობა სახეზე, ის სამართალდამცველებმა სცემეს.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge