png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.12.2017
  • 13:10
 ირაკლი კობახიძე სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს, სერჟ სარქისიანს შეხვდა.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, სომხეთის პრეზიდენტის საქართველოში ვიზიტი ორ ქვეყანას შორის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ ერთი დასტურია. ირაკლი კობახიძემ სერჟ სარქისიანს ბორჯომის ხეობაში ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში სომხეთის მიერ გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხი მძიმე წუთებში სომეხი ერის თანადგომას დიდად აფასებს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ბოლო პერიოდში ორმხრივ ურთიერთობაში მნიშვნელოვანი პროგრესია და გაცვლით მაღალი დონის ვიზიტებს თანამშრომლობის გაღრმავებაში განსაკუთრებული წვლილი შეაქვს. მხარეებმა აღნიშნეს, რომ მეგობრული ურთიერთობის ჩამოყალიბებასა და გააქტიურებაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ხალხთა შორის ურთიერთობას ენიჭება და დაადასტურეს, რომ როგორც საქართველოს, ასევე, სომხეთის პარლამენტი ამ პროცესში წვლილის შეტანისთვის მზადაა. სერჟ სარქისიანის განცხადებით, საქართველოსა და სომხეთს მეზობლობის გარდა, მრავალსაუკუნოვანი კავშირი აქვთ, რაც ორივე ქვეყნისთვის ურთიერთობის კიდევ უფრო გამყარების ვალდებულებას ქმნის.

ხაზგასმით აღინიშნა ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავებაში საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის როლი. მხარეების თქმით, უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოებს შორის დინამიური ურთიერთობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინებითაც, რომ უახლოეს მომავალში საქართველო და სომხეთი სრულად საპარლამენტო მმართველობის სისტემაზე გადადიან. შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ აქტიურად იმუშავებენ საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფები.

მხარეებმა ორმხრივი დარგობრივი თანამშრომლობის განვითარების საკითხებზე ისაუბრეს და ყურადღება ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობაზე გაამახვილეს.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პრეზიდენტს ქვეყნის შიდა რეფორმების დღის წესრიგი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები გააცნო. თავის მხრივ, სომხურმა მხარემ ირაკლი კობახიძე ვიზიტით სომხეთში კიდევ ერთხელ მიიწვია.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge