png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

  • პოლიტიკა
  • 26.12.2017
  • 13:32
 საქართველოს პრემიერ-მინისტრი სომხეთის პრეზიდენტს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირისპირ შეხვედრაზე უმასპინძლა სომხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტ სერჟ სარგსიანს, რომელიც საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

მთავრობის მეთაურმა სომხეთის პრეზიდენტს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის მრავალწლიანი კეთილმეზობლური ურთიერთობების განვითარების დადებით დინამიკაზე გაამახვილა ყურადღება.

„ღრმად პატივცემულო პრეზიდენტო, მოგესალმებით. ჩვენ მოხარულნი ვართ, რომ თქვენ გადაწყვიტეთ ვიზიტით ჩამოსვლა. პირველ რიგში მინდა, მოგილოცოთ დამდეგი ახალი წელი, გისურვოთ მშვიდობა და თქვენს ქვეყანას – სტაბილური განვითარება. მოხარული ვარ, რომ თქვენი ვიზიტი აგვირგვინებს წელს, როდესაც ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 25 წლის იუბილე ვიზეიმეთ, თუმცა ჩვენი ურთიერთობები მრავალსაუკუნოვანია და ყოველთვის იყო ისეთი თბილი და კეთილმეზობლური, როგორიც დღეს არის. მივესალმებით ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების დინამიკის ზრდას. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება“, – მიმართა გიორგი კვირიკაშვილმა სერჟ სარგსიანს.

საქართველოს პრემიერ-მინისტრს გულთბილი მასპინძლობისთვის მადლობა გადაუხადა სომხეთის პრეზიდენტმა და ორი ქვეყნის ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების რწმენა გამოთქვა.

„დიდი მადლობა, ბატონო პრემიერ-მინისტრო, თბილი მიღებისთვის. დარწმუნებული ვარ, მაღალი დონის შეხვედრები მხოლოდ და მხოლოდ დადებით შედეგს მოიტანს ჩვენი ქვეყნების ურთიერთობებში, რომლებიც მუდმივად აღმასვლის მიმართულებით ვითარდება. გასული ათასწლეულების გზა გვავალდებულებს და გვაკისრებს პასუხისმგებლობას ჩვენი ხალხების წინაშე, კარგად გავიაროთ ჩვენთვის მონდობილი პერიოდი. ვსარგებლობ შემთხვევით, ვულოცავ ქართველ ხალხს დამდეგ შობა-ახალ წელს, ვუსურვებ მოთმინებას, ოპტიმიზმს, ვინაიდან ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ჩვენ მოვალენი ვართ, კიდევ უფრო განვვითარდეთ“, – აღნიშნა სომხეთის პრეზიდენტმა.

მხარეებმა ისაუბრეს სხვადასხვა სფეროში არსებულ ორმხრივ თანამშრომლობაზე, ასევე – საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ოფიციალურ ვიზიტზე სომხეთის რესპუბლიკაში, რომელიც უახლოეს მომავალში იგეგმება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge