png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, დუისში უხუცესთა საბჭოს შეკრება გაიმართება

  • საზოგადოება
  • 27.12.2017
  • 11:57
 პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, დუისში უხუცესთა საბჭოს შეკრება გაიმართება

პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის გამო, სოფელ დუისში უხუცესთა საბჭოს შეკრება გაიმართება. სოფლის გამგეობასთან შეკრებისკენ ხეობის მცხოვრებთ მოუწოდა სალაფიტური თემის იმამმა, ბექხან ფარეულიძემაც.

„განვიხილავთ ყველა იმ საკითხს, რომელიც ძალზედ მნიშვნელოვანია ჩვენი ხეობის კეთილდღეობისთვის“ - ნათქვამია იმამის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პანკისის სათემო რადიოს ოფისში დაგეგმილია უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენელთა შეხვედრაც.

26 დეკემბერს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების კონტრტერორისტული დეპარტამენტის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობასა და თბილისში დააკავეს 5 პირი, რომლებსაც ბრალად ედება 21-22 ნოემბერს, თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას განეიტრალებული, ახმედ ჩატაევისა და მისი თანამზრახველების ხელშეწყობა. 26 დეკემბრის სპეცოპერაციისას სამართალდამცავებმა თავის არეში დაჭრეს სოფელ დუისის მკვიდრი, თემირლან მაჩალიკაშვილი, რომელმაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ხელყუმბარის აფეთქება სცადა. ამ ინფორმაციას უარყოფენ მაჩალიკაშვილის ოჯახის წევრები, რომლებიც სამართალდამცავებს ადანაშაულებენ ძალის გადამეტებაში. 26 დეკემბერს, თემირლან მაჩალიკაშვილს თელავის საავადმყოფოში ოპერაცია გაუკეთეს და მისი მდგომარეობა მძიმეა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge