png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ზეწოლის მიუხედავად, ყველა სამართალწარმოებას ბოლომდე მივიყვანთ - კახა კალაძე

  • პოლიტიკა
  • 27.12.2017
  • 12:57
ზეწოლის მიუხედავად, ყველა სამართალწარმოებას ბოლომდე მივიყვანთ - კახა კალაძე

შპს „ელფმა“ ტენდერში მიიღო მონაწილეობა, თუმცა მისი წარმოდგენილი ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით, მაღალი იყო, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დედაქალაქის მერი შპს „ელფთან“ დაკავშირებით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ კონკრეტულ საქმეზე არასწორი ინტერპრეტაციები ვრცელდება.

„მინდა გამოვეხმაურო შპს „ელფთან“ დაკავშირებით ატეხილ უსაფუძვლო აჟიოტაჟს. მოცემულ შემთხვევაში, საქმე პროკურატურაში მიმდინარე საქმისწარმოებას ეხება, რომელიც მერიის აუდიტის სამსახურის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ბაგა-ბაღებში კვების ხარისხთან დაკავშირებით დაიწყო. ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის ის არასწორი ინტერპრეტაციები  და აქცენტები მიუღებელია, რაც კონკრეტულ  საქმესთან დაკავშირებით ვრცელდება, განსაკუთრებით კი, ბოლო დღეების განმავლობაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნულ კომპანიასთან დაკავშირებით დაწყებული გამოძიება ხელისშემშლელი ფაქტორი არ ყოფილა, რომ მათ ტენდერში მონაწილეობა მიეღოთ.

„აღნიშნულმა კომპანიამ ტენდერში მონაწილეობა მიიღო, მაგრამ მისი წარმოდგენილი ფასი სხვა კომპანიებთან შედარებით, მაღალი იყო. ჩვენთვის ჩვენი შვილების, პატარების უსაფრთხოება და ჯანმრთელობა პრიორიტეტია. ჩვენ ვართ ქალაქის მთავრობა და ბოლომდე დავიცავთ ჩვენი მოქალაქეების, თითოეული ადამიანის, განსაკუთრებით კი, პატარების ინტერესებს. ყოველგვარი სპეკულაციების თუ ზეწოლის მიუხედავად, ბოლომდე მივიყვანთ ყველა სამართალწარმოებას, სადაც კითხვები ჩნდება და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქის მთავრობა ყველასგან მაქსიმალურ პასუხისმგებლობას და კეთილსინდისიერ დამოკიდებულებას ითხოვს.

„განსაკუთრებით ვერ დავუშვებთ ვერანაირ ხარვეზს და  ვერც  ამ თემით  სპეკულაციას სხვადასხვა მიზნებით, როცა საქმე ბავშვებს ეხება. ჩვენ ნებისმიერი დარღვევის მიმართ სამართლიანი და მკაცრი ვიქნებით“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge