თურქეთში ISIS-თან კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქეები დააკავეს
- სამართალი
- 27.12.2017
- 13:27
თურქეთში ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფებასთან კავშირის ბრალდებით საქართველოს მოქალაქე ცოლ-ქმარი დააკავეს.
თურქული მედიის ინფორმაციით, სპეცოპერაცია ტრაბზონის პროვინციის ანტიტერორისტულმა დანაყოფმა ჩაატარა. დაკავებული ცოლ-ქმარის სახლში საერთაშორისო ქსელთან დაკავშირებული სხვადასხვა სახის დოკუმენტები ამოიღეს.
ამავე ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეები თურქეთის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200