გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში თურქეთის ახალ ელჩს შეხვდა
- პოლიტიკა
- 27.12.2017
- 17:00
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე უმასპინძლა თურქეთის რესპუბლიკის ახალ სრულუფლებიან ელჩს საქართველოში ფატმა ჯერენ იაზგანს.
საუბრისას, განსაკუთრებით აღინიშნა ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობა და ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაში არსებული პოზიტიური დინამიკა. ასევე, ხაზი გაესვა რეგიონული და სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტების განხორციელების პროცესში აქტიურ თანამშრომლობას.
პრემიერ-მინისტრმა თურქეთის ელჩს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებული საქმიანობა უსურვა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200