png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

პოეტ ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე ჩანაწერის გავრცელებას, სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა

  • საზოგადოება
  • 28.12.2017
  • 11:39
 პოეტ ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე ჩანაწერის გავრცელებას, სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ პოეტ ზვიად რატიანის დაკავების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ჩანაწერის გავრცელებას სამოქალაქო პროტესტი მოჰყვა.

მოქალაქეები, მათ შორის მწერლები ლაშა ბუღაძე, რატი ამაღლობელი, ნენე კვინიკაძე, არჩილ ქიქოძე, გიორგი მაისურაძე, პაატა შამუგია და სხვები ფეისბუკის საკუთარ გვერდებზე წერენ, რომ მაუწყებელს ბოიკოტს უცხადებენ, რადგან მიიჩნევენ, რომ დამონტაჟებული კადრების გავრცელება, სადაც არ ჩანს მოქალაქის დაკავების მომენტი, რატიანის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად.

,,მე, როგორც საზოგადოების ერთი რიგითი წევრი, ბოიკოტს ვუცხადებ ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს! ჟურნალისტებისადმი სიმპათიის მიუხედავად, სანამ ეს ანტისაზოგადოებრივი შანტრაპა გააგრძელებს თავის წამქეზებლურ და სიმულაციურ საქმიანობას, როგორც რესპოდენტი ერთმნიშვნელივნად ვწყვეტ ამ ტელევიზიასთან თანამშრომლობას. ასე არ გამოვა, მეგობრებო, ერთი მხრივ პოეტის ლექსებს ციტირებდე და მეორე მხრივ, საჯიჯგნად და საგინებლად სწირავდე ამავე ადამიანს! ბოიკოტი ანტისაზოგადოებრივ მაუწყებელს!”, - წერს ლასა ბუღაძე.

თავად ზვიად რატიანი სამართალდამცავებს ცემაში ადანაშაულებს. პოლიციელების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტს პროკურატურა იძიებს. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველმა არხმა გამოითხოვა და გაავრცელა შსს-ის მუშაკების მიერ გადაღებული ვიდეომასალა, რომელშიც ასახავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი რატიანის მხრიდან გინებას. ვიდეო მოსამართლემ მტკიცებულებად დაურთო საქმის მასალებს, რაც რატიანის დაცვისთვის მიუღებელია - ადვოკატი აცხადებს, რომ ვიდეო არ ასახავს რატიანის გაჩერების და დაკავების მომენტებს და არის გადაღებული ტელეფონით, მაშინ, როცა სამართალდამცველებს საპოლიციო კონტროლის დროს აკისრიათ სამხრე კამერების ჩართვის ვალდებულება.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge