primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
18 აგვისტო, 2026, სამშაბათი
primenewsgeorgia.ge

მსოფლიოს 2017 წლის მთავარი მოვლენები

  • მსოფლიო
  • 28.12.2017
  • 15:30
მსოფლიოს 2017 წლის მთავარი მოვლენები

2017 წელი მდიდარი იყო სხვადასხვა მოვლენებით, რომელთ უმეტესობა მნიშვნელოვანი და ფართოდ განხილვადი გახდა. რა მოვლენებით დაამახსოვრდა მსოფლიოს მიმავალი წელი და რომელ მოვლენას აქვს შანსი შევიდეს მსოფლიო ისტორიაში? კიდევ ერთხელ გაიხსენეთ მოვლენები, რომლებმაც შეძრა სამყარო.

აშშ-ის ახალი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ინაუგურაცია

2017 წლის იანვარში დონალდ ტრამპმა ფიცი დადო და თეთრი სახლის სრულუფლებიანი პატრონი გახდა.

არჩევნებში მისი გამარჯვება სრულიად მოულოდნელი აღმოჩნდა. ხმის მიცემის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ ამერიკაში მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არ ცხრებოდა.

საფრანგეთის პრეზიდენტის არჩევნები

7 მაისს ემანუელ მაკრონმა საფრანგეთის საპრეზიდენო არჩევნების მეორე ტურში გაიმარჯვა და მნიშვნელოვნი უპირატესობა მოიპოვა მოწინააღმდეგ „ეროვნული ფრონტის“ ლიდერ მარინ ლე პენზე. ახალგაზრდა პოლიტიკოსს მხარი 20 მლნ-ზე მეტმა ადამიანმა -66 პროცენტმა დაუჭირა.

პირველ ამოცანად მაკრონმა ტერორიზმთან ბრძოლა, პოლიციის შტაბის გაზრდა, ხელფასის გაზრდა და გადასახადების შემცირება დაისახა. არჩევნების შემდეგ ახალგაზრდა პოლიტიკოსის რეიტინგი მკვეთრად დაეცა.

კატალონიის დამოუკიდებლობის რეფერენდუმი

1 ოქტომბერს კატალონიის რეფერენდუმზე  ამომრჩეველთა 90 პროცენტმა მხარი რეგიონის დამოუკიდებლობას დაუჭირა. კატალონიის ლიდერმა კარლეს პუჩდემონმა ხელი  მოაწერა დამოუკიდებლობის დეკლარაციას. მადრიდმა რეფერენდუმის შედეგები უკანონოდ აღიარა და სასამართლოს გადაწყვეტილებით გააუქმა.

ჩრდილოეთ კორეის ბირთვული ცდები

ჩრდილოეთ კორეის მერ ბირთვულმა ცდებმა მსოფლიო სერიოზულად შეაშფოთა.

ჯერ კიდევ გაზაფხულზე სამხრეთ კორეამ განაცხადა, რომ ფხენიანმა ახალი ტიპის ბირთვული იარაღის გამოცდის მზადება დაიწყო. სექტემბრის დასაწყისში კი ჩრდილოეთ  კორეამ ტროტილის ექვივალენტით  50-დან 120 კოლოტონამდე სიმძლავრის წყალბადი ბომბი ააფეთქა, რომელიც ჰიროსიმაში ჩამოვარდნილ ატომურ ბომბთან შედარებით 8-ჯერ მძლავრია. ექსპერტები აქტიური სამხედრო მოქმედებების დაწყებას შიშობენ.

რუსეთი კიევში „ევროვიზიაზე“ არ დაუშვეს

უკრაინამ მომღერალ იულია სამოილოვას უკრაინაში შესვლა ყირიმში 2015 წელს კონცერტის გამართვისთვის აუკრძალა.

ოლიმპიადა -2018 და დოპინგის სკანდალი

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა რუს სპორტსმენებთან დაკავშიებული ხმაურიანი დოპინგ-სკანდალების გამო რუსეთის ნაკრებს ოლიმპიურ თამაშებზე გასვლა აუკრძალა. ასპარეზობებში მონაწილეობის უფლება ცალკეულ სპორტსმენებს  მხოლოდ ნეიტრალური მოთამაშეების სახით შეეძლებათ.

ტერაქტი პეტერბურგის მეტროპოლიტენში

3 აპრილს პეტერბურგის მეტროში თვითმკვლელმა თავი აიფეთქა. დაიღუპა 16 და დაიჭრა 87 ადამიანი.

ნიუ-იორკის ტერაქტი

31ოქტომბერს ნიუ-იორკში მანჰეტენზე უზბეკეთის 29 წლის მოქალაქემ საფულო საიპომ სატვირთო ავტომობილით ქვეითებს გადაუარა.

 დაიღუპა 9 ადამიანი, დაშავდა კიდევ 10-ზე მეტი მოქალაქე. წერილში, რომელიც ტერორისტმა მანქანაში დატოვა, აღნიშნულია, რომ ის „ისლამური სახელმწიფოს“ სახელით მოქმედებდა.

ტრაგედია ლას-ვეგასში

59 ადამიანი დაიღუპა 1 ოქტომბერს ლას-ვეგაში კაზინო Mandalay Bay-თან.

ქანთრი-მუსიკის ფესტივალზე 64 წლის ამერიკელმა სტივენ პედოკმა სასტუმროს ნომრის ფანჯრიდან ცეცხლი გახსნა.

დაიჭრა 500-ზე მეტი ადამიანი. თავად ბოროტმოქმედი, რომლის ნომერშიც 23 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი აღმოაჩინა, პოლიციელთა შტურმის შედეგად დაიღუპა. ქვეყნის ხელისუფლებამ ამ ტრაგედიას აშშ-ის ისტორიაში ყველაზე სისხლიანი უწოდა.

მიწისძვრა ირანში

საშინელი მიწისძვრა დაფიქსრდა 12 ნოემბერს ირანი-ერაყის საზღვარზე. მისმა მაგნიტუდამ 7,6 ნიშნულს მიაღწია.

მიწისძვრას მოყვა ნგრევა და მსხვერპლი, დაიღუპა 400-ზე მეტი ადამიანი. ამის გარდა 6700 ადგილობრივი მცხოვრები დაშავდა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს -  ირაკლი ღარიბაშვილი
  • 16:34
ეს წერილი გამომიგზავნეს ბიძინა ივანიშვილის დავალებით. ხვალ გავავრცელებ ვრცელ წერილს - ირაკლი ღარიბაშვილი
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
  • 12:00
ირანის დამარცხების შემდეგ, ჰორმუზის სრუტეს ამერიკის ტერიტორიად გამოვაცხადებ - ტრამპი
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
  • 08:50
ეროვნული არქივის ვებგვერდზე შალვა გოქაძის საავტორო კოლექცია განთავსდა
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
  • 08:46
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროსა და პორტუგალიასთან მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge