ეგვიპტეში ეკლესიას თავს დაესხნენ - არის მსხვერპლი
- მსოფლიო
- 29.12.2017
- 15:52
ეგვიპტის პოლიციის ორი თანამშრომელი დაიღუპა ქალაქ ჰელუანში ეკლესიაზე მომხდარი ტერაქტისას. გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციელები თავდასხმის აღკვეთას ცდილობდნენ.
წინასწარი მონაცემებით, უცნობმა პირებმა ეკლესიას ცეცხლი გაუხსნეს, პოლიციამ ერთ-ერთი მათგანის ლიკვიდირება მოახდინა.
მედიის ცნობით, უსაფრთხოების ძალები მეორე თავმდამსხმელს ეძებენ, რომელიც შემთხვევის ადგილიდან მოტოციკლით გაუჩინარდა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200