1 დაღუპული, 3 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევა კახეთში
- სამართალი
- 05.01.2018
- 16:20
გურჯაანის რაიონის სოფელ ჩალაუბანში ორი მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო სამსახურის ბრიგადამ გურჯაანის რაიონულ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სხეულის სხვადასხვა დაზიანებები აღენიშნებათ.
შსს-ს ცნობით, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200