png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

მინდია ჯანელიძე: დავაზუსტე, ჩემი ყოველთვიული ანაზღაურება 6 146 ლარი და 62 თეთრია

  • კომენტარები
  • 19.11.2015
  • 10:30
მინდია ჯანელიძე: დავაზუსტე, ჩემი ყოველთვიული ანაზღაურება 6 146 ლარი და 62 თეთრია

"დღეს, მთავრობის ადმინისტრაციაში აბსოლუტურად გულწრფელი ვიყავი. არ მიყვარს არაზუსტი ფაქტების-ციფრების მოყვანა და დასახელება. მე მას შემდეგ, რაც დავაზუსტე ჩემი ანაზღაურების ოდენობა, შემიძლია გითხრათ: ჩემი ყოველთვიული ანაზღაურება შეადგენს 6 146 ლარს და 62 თეთრს.  მე დილითაც აღვნიშნე და ახლაც ვიმეორებ, ჩემი დეკლარაცია არის საჯარო", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივანმა, მინდია ჯანელიძემ, ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში განაცხადა.

მისი თქმით, არცერთ საჯარო სამსახურში მუშაობის პერიოდში პრემია არ აუღია. რაც შეეხება დანამატებს, "როგორც ვიცით მარტო ჩემს შემთხვევაში არ არის, ყველა შემთხვევაში ვიცით, რომ ანაზღაურება შედგება ორი კომპონენტისგან, ნაწილს შეადგენს ხელფასი, ნაწილს დანამატი. ეს არ არის მარტო ჩვენს შემთხვევაში" - განაცხადა ჯანელიძემ 2030-ში 

მინდია ჯანელიძემ განმარტა, რომ "არაფერი განსაკუთრებული ანაზღაურება უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს თანამშრომლებს არ აქვთ. შემიძლია ვთქვა, რომ ეს ანაზღაურება არ არის დაბალი.

რაც შეეხება პრემიებს, ჩვენი უწყების დაარსების დღიდან დღემდე პრემიები არ გაცემულა. თუმცა აქვე აღვნიშნავ, რომ ჩვენი სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე, ჩვენს სამსახურში მუშაობა მოითხოვს შესაბამის კვალიფიკაციას. ამ კვალიფიკაციის ადამიანების ანაზღაურება უნდა იყოს შესაბამისი. რამდენიმე ჩვენი მოქალაქე ჩამოვიყვანეთ უცხოეთიდან, რომლებსაც  განათლება უცხოეთში აქვთ მიღებული. იქ სხვადასხვა თანამდებობებზე იყვნენ დასაქმებული. მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში. ბუნებრივია, ასეთი კადრების მოზიდვა მოითხოვს მათთის გარკვეული ანაზღაურების მიცემას. აქვე ხაზს გაუსვამ, ეს არ არის რამე კოლოსალური თანხის ოდენობა", - აღნიშნა მინდია ჯანელიძემ ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 2030-ში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge