საპრეზიდენტო არჩევნებზე ცესკო 39 136 784 ლარს დახარჯავს
- პოლიტიკა
- 08.01.2018
- 18:06
ცენტრალური საარჩევნო კომისია 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე 39 136 784 ლარს დახარჯავს. ამის შესახებ ინფორმაცია საკანონმდებლო მაცნეში დღეს გამოქვეყნდა.
აქედან შრომის ანაზღაურებაზე 16 917 163 ლარი დაიხარჯება. არჩევნებისათვის მოხელეთა მომზადება - გადამზადებისთვის კი 1 002 300 ლარია გამოყოფილი. საარჩევნო სუბიექტების სატელევიზიო რეკლამის განთავსების ხარჯი 2 242 850 ლარი იქნება.
საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის ოქტომბერში გაიმართება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200