თბილისში 20 წლამდე ახალგაზრდა მოკლული იპოვეს
- სამართალი
- 09.01.2018
- 10:25
20 წლის ახალგაზრდა, რომელსაც ოჯახი უკვე რამდენიმე დღეა ეძებს, ორთაჭალაში მოკლული იპოვეს.
სამართლდამცველებმა დავით ტორიაშვილის ცხედარს ორთაჭალაში, ძველი ავტომობილების სადგომთან ახლოს, ერთ-ერთ საცხოვრებელ სახლში მიაგნეს. 20 წლამდე ასაკის ახალგაზრდას ჭრილობა კისრის არეში აქვს მიყენებული, ცხედარს ფიზიკური ძალადობის კვალიც ეტყობა.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. ახალგაზრდა, რომელმაც სკოლა გასულ წელს დაამთავრა, 10 დღის წინ დაიკარგა. ის ბოლოს გულიას ქუჩაზე მდებარე, ერთ-ერთი ბენზინგასამართი სადგურის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. ცხედარი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.