იაპონელი ასტრონავტი კოსმოსში 9 სანტიმეტრით გამაღლდა
- მსოფლიო
- 09.01.2018
- 12:00
იაპონელი ასტრონავტი ნორიშიგე კანაი აცხადებს, რომ საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე სამკვირიანი ყოფნის დროს ცხრა სანტიმეტრით გამაღლდა. მან ამის შესახებ Twitter-ში დაწერა.
„დღეს მე მაქვს კრიტიკულად საჭირო ინფორმაცია! გავიარე სამედიცინო გამოკვლევა ფიზიკური პარამეტრების შემოწმებასთან დაკავშირებით და აღმოჩნდა, რომ ჩემი სიმაღლე 9 სანტიმეტრით გაიზარდა. აი, ასე გავიწელე სამ კვირაში“, - წერს ის.
ასტრონავტმა აღნიშნა, რომ სიმაღლეში სკოლის პერიოდიდან არ მომატებულა და დასძინა, რომ ახლა იმის გამო ღელავს, მოთავსდება თუ არა ხომალდ „სოიუზის“ სავარძელში.
ჩვეულებისამებრ გრავიტაციის არარსებობის გამო ასტრონავტები კოსმოსში 1-2 სანტიმეტრით მაღლდებიან.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200