მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ
- საზოგადოება
- 09.01.2018
- 12:16
ქართველ ისტორიკოსს მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 11 იანვარს დაკრძალავენ.
სამოქალაქო პანაშვიდი სიონის ტაძარში გაიმართება, 15.00 საათზე კი მარიკა ლორთქიფანიძეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ.
ქართველი მეცნიერი, ისტორიკოსი მარიკა ლორთქიფანიძე 8 იანვარს 95 წლის ასაკში გარდაიცვალა.