H&M რასიზმში დაადანაშაულეს
- მსოფლიო
- 09.01.2018
- 12:34
შვედური კომპანია H&M (Hennes & Mauritz) საბავშვო კოლექციის რეკლამის შემდეგ რასიზმში დაადანაშაულეს. ტანსაცმლის რეკლამას აფროამერიკელი ბავშვი წარადგენს, რომელსაც დართული აქვს წარწერა: „ ყველაზე მაგარი მაიმუნი ჯუნგლებში“.
Twitter-ის მომხმარებლებმა საზოგადოებას სავაჭრო მარკის ბოიკოტისკენ მოუწოდეს. მათი აზრით, მარკეტოლოგები რეკლამის მოფიქრებისას ან მთვარლები იყვნენ ან ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ.
კრიტიკის შემდეგ H&M-მა რეკლამა ამოიღო. კომპანიის წარმომადგენელმა მედიას განუცხადა, რომ კომპანია გულწრფელად იხდის ბოდიშს შეურაცხყოფისთვის და იმუშავებს თავის პოლიტიკაზე, რათა მომავალში მსგავსი პრობლემები თავიდან აიცილოს.
H&M-ის საიტზე მოდელის ფოტოსურათი წაშალეს, წარწერა მაიმუნთან დაკავშირებით კი კვლავ ხელმისაწვდომია. ბავშვთა კოლექციაში ასევე არის რეკლამა ჟირაფებისა და ვეფხვების გამოსახულებით, რომლებშიც თეთრკანიანი ბავშვები მონაწილეობენ.