ლიბიის სანაპიროსთან 50 მიგრანტი დაიხრჩო
- მსოფლიო
- 10.01.2018
- 12:36
სულ მცირე 50 მიგრანტი დაიღუპა ლიბიის სანაპიროსთან ნავის ჩაძირვის შედეგად. ამის შესახებ იტალიური გაზეთი Repubblica იტყობინება.
გამოცემის ცნობით, ლიბიის სანაპირო დაცვა სამი ხომალდის დახმარებას ცდილობდა. სამივე მათგანის ბორტზე 300 ადამიანი იმყოფებოდა.
მაშველების მისვლის მომენტში ერთ-ერთი ნავი ჩაიძირა. ბორტზე მყოფთაგან მხოლოდ 16-ის გადარჩენა მოხერხდა. გადარჩენილთა თქმით, სულ მცირე 50 მიგრანტი დაიხრჩო.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200