თემირლან მაჩალიკაშვილს დღეს დაკრძალავენ
- საზოგადოება
- 11.01.2018
- 10:29
თემირლან მაჩალიკაშვილის ცხედარი გუშინ, გვიან საღამოს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩაასვენეს. მაჩალიკაშვილების ოჯახს ადგილობრივები უსამძიმრებენ.
გარდაცვლილის ცხედარს თბილისში, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გუშინ ექსპერტიზა 4 საათის განმავლობაში უტარდებოდა.
თემირლან მაჩალიკაშვილი პანკისში სპეცოპერაციის დროს დაიჭრა. იგი ამ დრომდე წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის მრავალპროფილიან კლინიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა.