ირან-ერაყის საზღვართან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
- მსოფლიო
- 11.01.2018
- 12:33
ირან-ერაყის საზღვართან 5,5 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
ირანელი სეისმოლოგების თქმით, მიწისძვრის კერა 8 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა. ეპიცენტრთან ახლოს დასახლებული პუნქტი ქალაქი სუმარი იყო, რომელიც ერაყის საზღვართან მდებარეობს. მიწისძვრა ქალაქიდან 13 კმ-ში დაფიქსირდა.
მედიის ცნობით, მიწისძვრა ერაყის ქურთისტანის დედაქალაქ ერბილშიც იგრძნობოდა. მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200