png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ, ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

  • პოლიტიკა
  • 12.01.2018
  • 16:19
 ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ, ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს - დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

​ნარკოდანაშაულის ლიბერალიზაციის შესახებ, ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს, - ამის შესახებ კიკეთის ეკლესიის წინამძღვარმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. მისი თქმით, კანონპროექტში  სულ სხვა აქცენტები უნდა იყოს დაცული.

,,აღმოვაჩინეთ საშიში აქცენტები იმასთან დაკავშირებით, რომ ძალიან უმნიშვნელო ადმინისტრაციული ჯარიმები არის განსაზღვრული ნარკოგამსაღებლებზე. ეს არის ყველაზე საშიში, რაც ჩვენ აღმოვაჩინეთ. არ არის საუბარი სარეაბილიტაციო სახლებზე, საზოგადოებრივი აზრის შექმნაზე, ცნობიერების ამაღლებაზე ახალგაზრდებში და მხოლოდ არის საუბარი სასჯელის შემსუბუქებაზე. ზოგადად, მისი უწმინდესობა და საპატრიარქო არიან იმ პოზიციაზე, რომ ციხეში ადამიანი მხოლოდ ძალიან რადიკალურ შემთხვევაში უნდა იყოს, ჩვენ ვწუხვართ ყველა იმ ადამიანის გამო ვინც სასჯელს იხდის, თუმცა მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანს გავათავისუფლებთ ციხიდან და ის მოხვდება ნარკოტიკების ტყვეობაში, ეს დიდი ვერაფერი შეღავათია”, – განაცხადა დეკანოზმა.

მისივე თქმით, საჭიროა ამ ადამიანების დახმარება, აქცენტების გაკეთება სარეაბილიტაციო და პრევენციული კუთხით.

,,მარტივ მაგალითს მოგიყვანთ შეიძლება, რომ ნარკოტიკების უკანონო შემოტანა საზღვარზე ტრანზიტით გატანა ისჯებოდეს 100-ლარიანი ჯარიმით? ან შეიძლება. რომ არასრულწლოვნების თანდასწრებით ნარკოტიკების მოხმარება ან საზოგადოების თავშეყრის ადგილებზე ნარკოტიკების რეალიზაცია ისჯებოდეს 200-ლარიანი ჯარიმით? ან მაღალი რისკის საქმიანობის წარმოებისას ნარკოტიკული თრობის ქვეშ ადამიანის სასჯელი იყოს 300 ლარი? ჩვენ ვამბობთ, რომ ეს ყველაფერი მიანიშნებს, მხოლოდ ერთ კუთხეზე რომ შემსუბუქდეს ნარკორეალიზატორის სასჯელი, ეს არის საშიში. ალბათ ახალი კანონპროექტი უნდა დაიწეროს, სულ სხვა აქცენტებიაგასაკეთებელი”, – განაცხადა ანდრია ჯაღმაიძემ.

მეცნიერებათა აკადემიაში მეცნიერები, ნარკოლოგები, სასულიერო პირები, “ნარკოპოლიტიკის რეფორმის” ავტორებსა და საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ნარკოპოლიტიკის საკითხებზე მსჯელობენ.

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge