კობი-გუდაურის, კალა-უშგულის და ნაქერალას უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდულია
- საზოგადოება
- 14.01.2018
- 12:03
დიდთოვლობის გამო, კობი-გუდაურის, კალა-უშგულის და ნაქერალას უღელტეხილზე გადაადგილება შეზღუდულია.
შეზღუდვები მოიხსნა ვაზიანი-თელავი-გომბორის გზაზე, სადაც საგანგებო რეჟიმი გუშინ ღამით გამოცხადდა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, თოვა საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება, თბილისში კი თოვლჭყაპი და ნისლიანი ამინდია მოსალოდნელი.