მსოფლიოში სიდიდით მეხუთე ალმასი აფრიკის საბადოზე იპოვეს
- ეს საინტერესოა
- 15.01.2018
- 15:41
მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი ალმასი აფრიკაში ლესოტოს სამეფოში Letseng-ის საბადოზე იპოვეს. საბადო Gem Diamonds Ltd-ს ეკუთვნის. ძვირფასი ქვის წონა 910 კარატს შეადგენს.
უფერო ქვა IIa-ს ტიპს ეკუთვნის, რაც იმას ნიშნავს, რომ ის არ შეიცავს აზოტისა და ბორის მინარევებს. ასეთი ალმასები მსოფლიოში მოპოვებული ალმასების მხოლოდ 1 პროცენტს შეადგენს. ის ლესოტოსთვის მსოფლიოში აღმოჩენილ ქვებს შორის სიდიდის მიხედვით რიგით მეხუთეა.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200