png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გაძლიერებამ იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია - გიორგი აბაშიშვილი

  • პოლიტიკა
  • 15.01.2018
  • 16:35
 მოქალაქეობის საკითხთა კომისიის გაძლიერებამ იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია - გიორგი აბაშიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი დღეს მოქალაქეობის საკითხთა კომისიის განახლებულ შემადგენლობას შეხვდა.

გიორგი აბაშიშვილმა კომისიის წევრებთან შეხვედრის შემდეგ მედიასთან განცხადება გააკეთა და აღნიშნა, რომ იუსტიციის მინისტრმა მოქალაქეობის საკითხთა კომისიის განახლებული შემადგენლობა დღეს სამუშაო ადგილზე არ დაუშვა და სამინისტროს შენობიდან გამოასახლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ კომისია გაძლიერდა, მოხდა საზოგადოების წევრების ჩართვა და მისი გამჭვირვალობის უზრუნველყოფა.

მისი განცხადებით, 4 თვის განმავლობაში, აღნიშნული მიმართულებით იუსტიციის სამინისტროსთან  და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მუშაობა კონკრეტული შედეგით დასრულდა: კომისიის თავმჯდომარედ შეირჩა თამარ ლალიაშვილის კანდიდატურა, რომელიც არ წარმოადგენს არცერთ სახელმწიფო უწყებას და არის მაღალი კვალიფიკაციის იურისტი აკადემიური წრიდან, ხოლო უსაფრთხოების საკითხების გაძლიერების მიზნით, კომისიას დაემატა ერთი წევრი - დამატებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან, ხოლო ერთი წევრი- ეროვნულის უშიშროების საბჭოდან.

გიორგი აბაშიშვილის თქმით, სამწუხაროდ, კომისიის გაძლიერებამ და გამჭვირვალობის ზრდამ იუსტიციის მინისტრის გაუგებარი გაღიზიანება გამოიწვია.

"შესაბამისად, სრულიად მოულოდნელად განაწყენებულმა მინისტრმა კომისიის წევრები გამოასახლა იუსტიციის სამინისტროდან, იმ შენობიდან, სადაც წლების განმავლობაში, ფუნქციონირებდა ეს კომისია. შესაბამისად, დღეს კომისიის წევრები მოკლებულები არიან შესაძლებლობას განახორციელონ საკუთარი საქმიანობა.

მინდა, ყველას შევახსენო, რომ შენობა, საიდანაც ქალბატონმა მინისტრმა გამოასახლა კომისიის წევრები ეკუთვნის სახელმწიფოს და არა რომელიმე ერთ, კონკრეტულ მინისტრს.

ამავდროულად, იუსტიციის სამინისტრო განაგრძობს განაცხადების მიღებას, რაშიც მოქალაქეები ფულს იხდიან. ხოლო, თუ კომისიას არ მიეცემა საშუალება იმუშაოს, ეს ადამიანები ამ ფულს უბრალოდ დაკარგავენ.

ჩვენთვის სრულიად გაუგებარია ქალბატონი მინისტრის ასეთი პიროვნული ანგარიშწორება კომისიის მიმართ, მაგრამ ყველაზე მეტად გვაღელვებს იმ ასეულობით ადამიანის მდგომარეობა, რომლებიც მოკლებული არიან შესაძლებლობას მიიღონ საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ყველა სახელმწიფო ინსტიტუტთან, რათა ეს უსამართლობა დროულად აღმოიფხვრას", - აღნიშნა გიორგი აბაშიშვილმა.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge