primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
15 აგვისტო, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიება შეწყვიტა

  • სამართალი
  • 15.01.2018
  • 17:04
 პროკურატურამ ნუცუბიძის ქუჩაზე პაატა პავლიაშვილის გარდაცვალების ფაქტზე წარმოებული გამოძიება შეწყვიტა

საქართველოს პროკურატურაში დასრულდა 2017 წლის 25 ოქტომბერს, ქ. თბილისში, ნუცუბიძის ფერდობზე მოქალაქე პ.პ.-ს გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის ფაქტზე წარმოებული გამოძიება, საქართველოს სსკ-ის 116-ე მუხლის პირველი ნაწილით.

პროკურატურის განცხადებას ,,პრაიმნიუსჯორჯია'' უცვლელად გთავაზობთ:

"საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ქ. თბილისში, ნუცუბიძის  მე-4 მიკრორაიონის მიმდებარე ტერიტორიაზე საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტზე დააკავეს პ. პ., რომელიც დაკავების მომენტში გარდაიცვალა.

იმ ფაქტის გასარკვევად გარდაცვალება ხომ არ გამოიწვია საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულმაქმედებამ, საქართველოს პროკურატურაში ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, კერძოდ, გამოძიების ფარგლებში მოწმის სახით გამოიკითხა 60-ზე მეტი პირი, მათ შორის უშუალოდ პ.პ.-ს ოჯახის წევრები, შემთხვევის შემსწრე მოქალაქეები და საცხოვრებელი კორპუსის მობინადრეები, ასევე მოწმის სახით გამოიკითხნენ საპატრულო პოლიციის და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის წევრები.

თვითმხილველ მოწმეთა ჩვენებებით დადგინდა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან პ.პ.-ს მიმართ ძალადობას ან ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია და მათ პ.პ.-ს ხელბორკილი ახსნეს დაუყონებლივ, როგორც კი ამ უკანასკნელმა შეუძლოდ იგრძნო თავი. ასევე დადგინდა, რომ სასწრაფო-სამედიცინო დახმარება გამოძახებული იქნა უშუალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ.

საქართველოს პროკურატურის მიერ მოსამართლის შესაბამისი განჩინების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტროდან ამოღებულ იქნა  უშუალოდ ინციდენტის დროს, ადგილზე გამოძახებული საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის სამხრე კამერისა და საპატრულო ავტომანქანაზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები. ასევე, საქმეზე ამოღებულია მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსებული სათვალთვალო კამერის ჩანაწერი.

ვიდეოჩანაწერების დათვალიერების შედეგად დგინდება, რომ პატრულ-ინსპექტორების სამხრე კამერას  დაფიქსირებული აქვს მხოლოდ პ.პ.-ს დაკავების შემდგომი პერიოდი, რაზეც პროკურატურაში გამოკითხულმა საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა განმარტეს, რომ მათ მიერ სამხრე კამერის ჩართვა მოხდა მხოლოდ მას შემდეგ, რაც განხორციელდა პ.პ.-ს ადმინისტრაციული წესით დაკავება. პატრულის თანამშრომლებმა გამოკითხვის დროს ასევე განმარტეს, რომ ისინი სამხრე კამერით  უწყვეტად იწერდნენ კონფლიქტის მონაწილე პირებთან - გ.კ.-სთან და ნ.შ.-სთან გასაუბრებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ადგილზე გამოძახებული იქნა გამომძიებელთა ჯგუფი, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა გამორთო სამხრე კამერა. რაც შეეხება ავტომანქანაზე დამონტაჟებულ კამერას და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ გარე პერიმეტრის სათვალთვალო კამერას, ჩანაწერების დათვალიერების შედეგად დადგინდა, რომ კამერები არ ფარავს იმ ტერიტორიას, სადაც განხორციელდა პ.პ. - ს დაკავება და მოხდა მისი გარდაცვალება.

ამოღებულ სამხრე კამერებსა და ე.წ. „დივიარებზე" ჩანაწერების ავთენტიკურობისა და იმ ფაქტის გასარკვევად, ხომ არ მოხდა ჩანაწერების მონტაჟი ან/და დაკავების ამსახველი ჩანაწერის ხელოვნურად წაშლა, პროკურატურის მიერ დაინიშნა შესაბამისი კომპიუტერული ექსპერტიზა. 2017 წლის 24 ნოემბრის და 2018 წლის 11 იანვრის კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნების თანახმად,პატრულის სამხრე კამერებსა და  ავტომობილის ბორტის კამერაზე წაშლის ან მონტაჟის კვალი არ გამოვლინდა.

გარდაცვალების მიზეზის დადგენის მიზნით დანიშნული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის 2017 წლის 13 ნოემბრის დასკვნის თანახმად, პ.პ.-ს გარდაცვალების მიზეზია ალკოჰოლური ინტოქსიკაციის შედეგად გამოწვეული სუნთქვის მწვავე უკმარისობა. გარდაცვლილს სხეულზე რაიმე სახის დაზიანებები არ აღენიშნება გარდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადის მიერ განხორციელებული მანიპულაციისა. პ.პ.-ს ორგანიზმში ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერების კვალი არ იქნა აღმოჩენილი.

იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ჩატარებული გამოძიებით საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა ბრალეულობა არ გამოიკვეთა, მოცემულ საქმეზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არ არსებობის გამო", - ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
  • 15:54
ბენეფიტების ახალი პროგრამა „თეგეტას“ ყველა ყოფილი თანამშრომლისთვის
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
  • 16:04
საქართველოში გერმანიის ახალ ელჩად ბარბარა ფოსი დაინიშნა
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
  • 13:27
სა­ხელ­მწი­ფო ან­სამ­ბლის სა­ხე­ლით მე არას­დროს წა­ვალ რუ­სეთ­ში - ნინო სუხიშვილი
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
  • 13:27
ავტოსერვისიდან საექსპოზიციო სივრცემდე - "თეგეტას" პროექტმა Staged Mechanics საერთაშორისო აღიარება მოიპოვა
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
  • 13:21
უკრაინას ზამთრის გადასატანად აშშ-ის Patriot-ის რაკეტების მარაგის 5% სჭირდება, 10% კი რუსეთის ყველა ბალისტიკური რაკეტის გასანადგურებლად - ზელენსკი
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
  • 13:19
სააპელაციო სასამართლომ იოსებ სიგუას შემაკავებელი ორდერი გაუუქმა
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
  • 13:00
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
  • 14:24
"პარი სენ-ჟერმენმა" ევროპის სუპერთასი ზედიზედ მეორედ მოიპოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge