png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

  • პოლიტიკა
  • 16.01.2018
  • 13:58
 საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის მემორანდუმი გაფორმდა

„დარწმუნებული ვართ, რომ საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის რესპუბლიკის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმი ახალ ეტაპზე გადაიყვანს ლატვიისა და საქართველოს პარლამენტებს შორის თანამშრომლობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ორი ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს შორის  სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

დოკუმენტს ხელი ლატვიის რესპუბლიკაში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა ირაკლი კობახიძემ და სეიმის თავმჯდომარემ, ინარა მურნიეცემ მოაწერეს.

მემორანდუმი საპარლამენტთაშორისო ურთიერთობის გაღრმავებას, საერთაშორისო საპარლამენტო ორგანიზაციებში კოორდინირებულ თანამშრომლობასა და პარლამენტების აპარატების თანამშრომლებისთვის გაცვლითი პროგრამების გააქტიურებას ითვალისწინებს.

ორმხრივი ურთიერთობისა და ხელმოწერილი დოკუმენტის მნიშვნელობაზე ჟურნალისტებთან ისაუბრა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ. ინარა მურნიეცეს თქმით, ქვეყნებს შორის თანამშრომლობა ღირებულებებზეა დამყარებული და მემორანდუმი არსებული მჭიდრო სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

„ჩვენი თანამშრომლობა დამყარებულია ღირებულებებზე და ესაა საუკეთესო საფუძველი  ორ ქვეყანასა და პარლამენტებს შორის თანამშრომლობისთვის. ჩვენი თანამშრომლობის ძირითადი ფოკუსი არის მისწრაფება დემოკრატიისკენ, ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, ასევე, ჩვენი კულტურული ღირებულებები და კავშირები.  ჩვენ კარგად გვესმის ერთმანეთის.

ლატვია გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას. ჩვენი მხარდაჭერა არის მტკიცე. ორმხრივი ურთიერთობები არის შესანიშნავი, ისევე, როგორც საპარლამენტო ურთიერთობები. დღეს გვქონდა შესაძლებლობა, ხელი მოგვეწერა საქართველოს პარლამენტსა და ლატვიის სეიმს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ მემორანდუმისთვის. ეს გვიჩვენებს, რომ საპარლამენტთაშორისო კავშირები არის შესანიშნავი, მაგრამ არსებობს სტრატეგიული პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავების შესაძლებლობა“,- განაცხადა ლატვიის რესპუბლიკის სეიმის თავმჯდომარემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge