png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ევროკავშირის მხარდაჭერა სტატიკურია, თუმცა ზოგჯერ იზრდება, ან იკლებს - იანოშ ჰერმანი NDI-ის კვლევაზე

  • პოლიტიკა
  • 16.01.2018
  • 16:14
 ევროკავშირის მხარდაჭერა სტატიკურია, თუმცა ზოგჯერ იზრდება, ან იკლებს - იანოშ ჰერმანი NDI-ის კვლევაზე

ევროკავშირის  მხარდაჭერა სტატიკურია, თუმცა ზოგჯერ იზრდება ან იკლებს, - ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა NDI-ს გამოკითხვის კომენტირებისას განაცხადა, რომლის მიხედვით ევროკავშირში გაწევრიანების მსურველთა რაოდენობა შემცირდა.

„ყოველთვის არის სხვადასხვა გამოკითხვები ევროკავშირის მხარდაჭერაზე. ეს მხარდაჭერა სტატიკურია, თუმცა ზოგჯერ იზრდება ან იკლებს. რყევის დიაპაზონია, რომელიც ან მატულობს ან იკლებს. არა მგონია, რომ ამას რაიმე კონკრეტული მიზეზი უნდა მივაწეროთ. საზოგადოებრივი აზრის შესწავლის ორგანიზაციებმა და პოლიტოლოგებმა უნდა გაანალიზონ ეს მონაცემები. თუ ეს გრძელვადიანი ტენდენცია იქნება, მაშინ ყურადღება იქნება გასამახვილებელი, თუმცა სიტუაცია ასე არ დგას“, - განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

უახლესი კვლევის მიხედვით, რომელიც NDI-ის დაკვეთით ჩატარდა, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას მოსახლეობის 60% უჭერს მხარს. შედეგების მიხედვით, მაისში გამოქვეყნებული ანალოგიური კვლევის შემდეგ ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვი 5%-ით შემცირდა.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 29 ნოემბერი-19 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით), 2,298 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ცდომილების ზღვარია +/-1.9%.

შედეგების მეორე ნაწილის პრეზენტაცია ხუთშაბათს, 18 იანვარს გაიმართება.

NDI-ის კვლევები დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით CRRC-საქართველომ ჩაატარა. 

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge