png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

საჯარო რეესტრმა Google Maps-ზე უკვე 200-ზე მეტი ქართული ძეგლი განათავსა

  • ეკონომიკა
  • 19.11.2015
  • 13:11
საჯარო რეესტრმა Google Maps-ზე უკვე 200-ზე მეტი ქართული ძეგლი განათავსა

Google Maps-ზე უკვე 200-ზე მეტი ქართული ძეგლის მარტივად და სწრაფად მოძიებაა შესაძლებელი. თითოეულ მათგანს  ფოტოები, სრულყოფილი, სასარგებლო ინფორმაცია და გეოგრაფიული კოორდინატებიც ახლავს თან.

რუკის დახმარებით მომხმარებლებს სივრცითი ანალიზი, ობიექტებს შორის მანძილის განსაზღვრა, კონკრეტული ადგილის მიახლოება ან დაშორებაც (ზუმირება) შეუძლიათ.

Google Maps-ზე ქართული ძეგლების განთავსების პროექტი საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2012 წელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით დაიწყო. საჯარო რეესტრის თანამშრომლები შესაბამის გეოგრაფიულ მონაცემებს აგროვებენ, საჭირო ფორმატით ამუშავებენ და Google-ს ადმინისტრაციას უგზავნიან. მონაცემებს თან ახლავს ის ინფორმაცია და ფოტომასალა, რომელსაც საჯარო რეესტრს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო აწვდის. ფოტოების ნაწილი ისტორიულია, ნაწილი კი ძეგლების დღევანდელ მდგომარეობას ასახავს.

Google Maps-ზე უკვე განთავსებულია ნიკორწმინდა, მოწამეთა, გელათის მონასტერი, ბაგრატის ტაძარი, ბოდბის მონასტერი, გერგეტის სამება, ვარძია, უფლისციხე, უჯარმა, იყალთოს მონასტერი, გრემი, ნეკრესი, შუამთა, ყინწვისის მონასტერი და სხვ.

ცნობილი ისტორიული ძეგლები. მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ სერვისზე - Google Maps-ზე ქართული კულტურული მემკვიდრეობის წარმოჩენას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მისი გავრცელებისა და ქვეყანაში ტურიზმის განვითარების კუთხით.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შესული დანარჩენი ძეგლების Google Maps-ზე ეტაპობრივად განთავსება კვლავაც გაგრძელდება, რაც საქართველოს უძველესი არქიტექტურისა და მისი მხატვრული ღირებულების წარმოჩენას უფრო მეტად შეუწყობს ხელს.

ამჟამად საჯარო რეესტრი Google maps-ის რეგიონალური ადმინისტრატორია.  უკვე მეოთხე წელია იგი გეოგრაფიულ  მონაცემებს აგროვებს და მუდმივად მუშაობს, რომ რუკაზე  საქართველოს შესახებ ინფორმაცია სრულყოფილად იყოს ასახული.  რუკაზე ძეგლების გარდა, სრულად არის განთავსებული ქ. თბილისის მონაცემები, შენობები, გზები, მისამართები, ინფორმაცია დასახლებული პუნქტების, ქუჩების, საავტომობილო გზების, სარკინიგზო მაგისტრალების, მთების, მწვერვალების, მდინარეებისა და ა.შ. შესახებ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge