png.ge
png.ge
png.ge
16+
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
11 ნოემბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

სახალხო დამცველი „კრისტალბეთს“ მოუწოდებს, სექსისტური სარეკლამო პოსტერი შეცვალოს

  • საზოგადოება
  • 17.01.2018
  • 13:10
სახალხო დამცველი „კრისტალბეთს“ მოუწოდებს, სექსისტური სარეკლამო პოსტერი შეცვალოს

საქართველოს სახალხო დამცველმა „კრისტალბეთის“ სარეკლამო პოსტერზე გაკეთებული წარწერა „სლოტები რომელიც იძლევა“ სექსისტურად მიიჩნია და კომპანიას მისი შეცვლისკენ მოუწოდა.

როგორც ომბუდსმენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, პროდუქტის გაყიდვის მიზნით გამოყენებულ სექსისტურ ან სხვა სახის დისკრიმინაციულ რეკლამას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე, რამდენადაც რეკლამის მიზანია მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა და ამ გზით მისი დარწმუნება, შეიძინოს პროდუქტი. 

"საქართველოს სახალხო დამცველი თავის უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავს შპს „მარსის“ (კრისტალბეთი) სარეკლამო პოსტერის მიმართ. პოსტერზე გაკეთებულია წარწერა – „სლოტები რომელიც იძლევა“, გვერდით კი გამოსახულია ქალი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აღნიშნული რეკლამა სექსისტური შინაარსისაა და საზოგადოებაში ამკვიდრებს მოსაზრებას, რომ ქალი სექსუალურ კავშირზე მარტივად თანხმდება. 

სახალხო დამცველი განმეორებით აღნიშნავს, რომ ბიზნეს სექტორს განსაკუთრებული სოციალური პასუხისმგებლობა აკისრია, ხელი შეუწყოს თანასწორობის პრინციპის დაცვას. პროდუქტის გაყიდვის მიზნით გამოყენებულ სექსისტურ ან სხვა სახის დისკრიმინაციულ რეკლამას შესაძლოა დამანგრეველი ეფექტი ჰქონდეს ქვეყანაში თანასწორობისთვის ბრძოლის პროცესზე, რამდენადაც რეკლამის მიზანია მომხმარებელზე ზეგავლენის მოხდენა და ამ გზით მისი დარწმუნება, შეიძინოს პროდუქტი. როდესაც მიზნის მიღწევის საშუალებად კომპანია დისკრიმინაციულ რეკლამას ირჩევს, ის ხელს უწყობს რომელიმე დაუცველი ჯგუფის მიმართ მცდარი სტერეოტიპების დამკვიდრებას ან/და გაძლიერებას. 

როგორც სახალხო დამცველის პრაქტიკა ცხადყოფს, უმეტეს შემთხვევაში, დისკრიმინაციის წყარო სწორედ სხვადასხვა დაუცველი ჯგუფების მიმართ საზოგადოებაში დამკვიდრებული უარყოფითი სტერეოტიპები, სტიგმები და მათი ინტერესების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველი შპს „მარსს“ მოუწოდებს, შეცვალოს სარეკლამო პოსტერი იმგვარად, რომ იგი არ ახალისებდეს ქალთა ან სხვა ჯგუფის მიმართ დისკრიმინაციას და მომავალში სამეწარმეო საქმიანობა თანასწორობის პრინციპის დაცვით წარმართოს", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
  • 16:44
„თეგეტა“ და BTU სტრატეგიულ თანამშრომლობას იწყებენ - ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში მემორანდუმი გაფორმდა
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
  • 13:08
მხოლოდ 12 ნოემბერს, შეიძინე საბურავები „თეგეტა მოტორსში“ თიბისი განაწილებით და დაიბრუნე თანხის 50%
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
  • 14:46
მოამზადე ავტომობილი ზამთრისთვის „თეგეტა მოტორსის“ ნოემბრის შეთავაზებებით და გაიარე მეტი
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
  • 17:52
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge