png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

თბილისის მერიაში საბავშვო ბაღების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

  • პოლიტიკა
  • 17.01.2018
  • 14:24
თბილისის მერიაში საბავშვო ბაღების მონიტორინგის შედეგებთან დაკავშირებით ბრიფინგი გაიმართა

„დედაქალაქის მერია, ბაღების მართვის სააგენტო ყურადღებას ვამახვილებთ ხარისხიანი პროდუქტის მიწოდებაზე და ჩვენ მიერ მოხდება ყველა, ნებისმიერი სახის მცირე ზომის გადაცდომაზეც შესაბამისი რეაგირება. ჩვენთვის მთავარი არის ხარისხი და გადაცდომას და ხარვეზს ჩვენ არ შევეგუებით, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ბენდელიანმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ბაღებში განხორციელებული მონიტორინგის შედეგებზე ისაუბრა. 

მერის მოადგილის განცხადებით, ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს მონიტორინგის ჯგუფმა, გეგმიურ მონიტორინგზე, რამდენიმე საბავშვო ბაღში გამოავლინა რძის პროდუქტი, რომელიც ჩამოსხმული იყო განსხვავებული დიზაინის პაკეტში, ხოლო შემდგომ შეფუთული იყო თერმომდგრადი პაკეტით, რომელსაც დატანილი ჰქონდა რძის ეტიკეტი. აღნიშნულ ხარვეზთან დაკავშირებით, საბავშვო ბაგა-ბაღების სააგენტომ იმ დღესვე მიმართა მომწოდებელ კომპანიას ხარვეზის დაუყოვნებლივ გამოსწორების მოთხოვნით. 

„ჩვენ მიერ მოხდა ამ კონკრეტული მიმწოდებელი კომპანიისთვის მითითება, რომ გამოსწორებულიყო შესაბამისი ხარვეზი, რასთან დაკავშირებითაც ამ კომპანიისგან მივიღეთ პასუხი, რომ ეს ხორციელდება საქართველოში მოქმედი კანონის შესაბამისად და ამის მიზეზი გახლავთ ის, რომ იმ ეტაპისთვის ამოწურული იყო შესაფუთი პაკეტების მარაგი და რაოდენობა. გაკეთებული არის შესაბამისი შეკვეთა და უახლოეს პერიოდში მოხდება ამ ხარვეზის გამოსწორება”, - აღნიშნა ირაკლი ბენდელიანმა. 

მერის მოადგილის განმარტებით, მერიამ უკვე მიმართა შესაბამის ლაბორატორიას, რომელიც აღნიშნულ შეფუთვაში არსებული რძის ხარისხს შეამოწმებს. 

„უახლოეს დღეეებში ველოდებით ლაბორატორიის პასუხს. ამ პასუხზე იქნება დამოკიდებული ჩვენი შემდგომი რეაგირება. თუ იქნება დადებითი პასუხი, ჩვენ გავაგრძელებთ ურთიერთობას ამ კომპანიასთან, თუ იქნება პასუხი, რომ ეს არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს, ამ კომპანიას აუცილებლად მოვთხოვთ პასუხს კანონის სრული სიმკაცრით“, - განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა. 

მისივე თქმით, სურსათის უვნებლობის სააგენტომ დღეს დილით შეამოწმა კომპანია „მილკო“ და შემოწმების შედეგები აჩვენებს, რომ პაკეტის შიგთავსი, რომელშიც რძე არის ჩამოსხმული, არის უსაფრთხო, ერთჯერადი მოხმარების, საკვები პროდუქტისთვის განკუთვნილი.

„ეს არ იყო ღვინის პაკეტი, ეს არის ჩვეულებრივი პაკეტი, რომელზეც მხოლოდ დიზაინი არის გაკეთებული ღვინის წარწერით, თუმცა შემადგენლობით სრულიად უსაფრთხოა“ - განმარტა მერის მოადგილემ. 

ირაკლი ბენდელიანმა საბავშვო ბაღების მენიუზეც ისაუბრა და განმარტა, რომ შემცირებულია არა საკვების ოდენობა, არამედ კალორაჟი. მისივე თქმით, მენიუს ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით და ემყარება ექსპერტულ შეფასებებს. 

„საკვები რაოდენობრივად შემცირებული არ არის, მენიუს შემადგენლობა არის შეცვლილი. მენიუში ცვლილება გამოწვეულია ჯანდაცვის სამინისტროს ახალი რეგულაციებით. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მენიუ არ არის ბაღების მართვის სააგენტოს ან მერიის რომელიმე თანამშრომლის მიერ შედგენილი, ეს არის შესაბამისი ექსპერტების მიერ შედგენილი მენიუ“ - განაცხადა მერის მოადგილემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge