png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების გაჭიანურება უკურეაქციას გვაძლევს - გახარია

  • პოლიტიკა
  • 17.01.2018
  • 15:00
ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების გაჭიანურება უკურეაქციას გვაძლევს - გახარია

ჩვენ უწყებაში ახლა აშკარა ვხედავთ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიმვა უკვე უკურეაქციას გვაძლევს და დამატებითი რისკების შემქმნელია, ამიტომ ვთვლით, რომ კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა.

როგორც მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრმა განაცხადა, შსს, როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება ერთმნიშვნელოვნად მოითხოვს ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას.

“ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში მინდა, რამდენიმე საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან ასპექტს გავუსვა ხაზი. პირველი – მოგეხსენებათ, რომ ნარკოპოლიტიკის ძირითადი ამოცანა უნდა ის გახდეს, რომ საზოგადოებაში არ გაჩნდნენ ახალი მომხმარებლები და მოხდეს მომხმარებლების რეაბილიტაცია. ყველანაირი ჰუმანიზაცია და ე.წ. ლიბერალიზაცია ნარკოპოლიტიკის არანაირად არ უნდა აძლევდეს წახალისების რისკს, ეს არის მნიშვნელოვანი. მეორე მხრივ, ჩვენ, როგორც ნარკოდანაშაულთან მებრძოლი უწყება, ერთმნიშვნელოვნად მოვითხოვთ ნარკორეალიზაციის და გავრცელების ნაწილში დანაშაულის გამკაცრებას, მიუხედავად იმისა, რომ გვესმის ისეთი კომპონენტები, როგორიც არის მაგალითად, სასჯელების ვადები ან შემოწმების ფორმები, ეს ყველაფერი გადახედვადია და აქ ჰუმანურობის გარკვეული კორიდორი გვაქვს, აქ გვაქვს საშუალება, რომ უფრო პროგრესული გავხადოთ ჩვენი კანონმდებლობა”, – განაცხადა გიორგი გახარიამ, რომელმაც აქვე აღნიშნა, რომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიმართულება ნარკოპოლიტიკის მხრივ არის ის, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე საკანონმდებლო ჩარჩო შეიქმნას.

„დღეს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ საზოგადოების ზოგიერთ წევრს ჰგონია, რომ მარიხუანის მოხმარება არის დაშვებული, სინამდვილეში ეს ასე არ არის. ჩვენ ვთვლით, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდგომ, პირველ რიგში ეს მიმართულება არის მოსაწესრიგებელი და არის შესაქმნელი საკანონმდებლო ჩარჩო, რომ არ მოხდეს წახალისება და ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა. ჩვენ უწყებაში ახლა აშკარა ვხედავთ, რომ ნარკოპოლიტიკის მიმართულებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის დროში გაჭიმვა, უკვე უკურეაქციას გვაძლევს და დამატებითი რისკების შემქმნელია, ამიტომ ვთვლით, რომ ამ მიმართულებით კონკრეტული გადაწყვეტილებები რაც შეიძლება მალე უნდა მივიღოთ”, – განაცხადა შს მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge