png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

სს „გალტ & თაგარტი“ მედიაკორპორაცია Thomson Reuters-სთან თანამშრომობას იწყებს

  • ეკონომიკა
  • 19.11.2015
  • 14:00
სს „გალტ & თაგარტი“  მედიაკორპორაცია  Thomson Reuters-სთან თანამშრომობას იწყებს

სს „გალტ & თაგარტმა“ („გალტ & თაგარტი“) და მედიაკორპორაცია Thomson Reuters-მა განაცხადეს თანამშრომლობის თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, „გალტ & თაგარტის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს, მედიაკომპანია Thomson Reuters-ი საკუთარ პლატფორმაზე გაავრცელებს.

 „საქართველოს ბანკის“ შვილობილი, „გალტ & თაგარტი“, ქვეყანაში წამყვანი კომპანიაა ინვესტიციების მართვის მომსახურების სფეროში. „გალტ & თაგარტს“ აქვს საქართველოსა და მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე მუშაობის უნიკალური და ხანგრძლივი გამოცდილება, მათ შორის კაპიტალის ბაზრების განვითარების მიმართულებით. „გალტ & თაგარტის“ კვლევების მიმართულება ფარავს საქართველოსა და აზერბაიჯანის მაკროეკონომიკას, ასევე აქვეყნებს საქართველოს ეკონომიკის სექტორებისა და ფიქსირებული შემოსავლის კვლევებს. „გალტ & თაგარტის“ კვლევების მიმართულება აერთიანებს კონკრეტულ სექტორებზე მიმაგრებულ ქართველ და აზერბაიჯანელ ფინანსისტებსა და ეკონომისტებს.

„გალტ & თაგარტი“ არის უაღრესად ღირებული პარტნიორი, რისი დასტურიცაა კომპანიის მიერ საქართველოსა და აზერბაიჯანის ბაზრების ზუსტი და სრულყოფილი კვლევა, ისევე როგორც კლიენტებისთვის დროული ანალიზის მიწოდება. მოხარული ვართ, რომ „გალტ & თაგარტთან“ პარტნიორობის შედეგად მათი მაკროეკონომიკური, სექტორული და ფიქსირებული შემოსავლის შესახებ კვლევები ხელმისაწვდომი იქნება Thomson Reuters-ის საშუალებით. ხსენებული პარტნიორობა დასტურია ჩვენი მოწოდებისა ვითანამშრომლოთ წამყვან კომპანიებთან და მივაწოდოთ ჩვენს მომხმარებელს მასალა, რომელიც მათ დაეხმარებათ კარგად ინფორმირებული გადაწყვეტილებების მიღებაში,“ განაცხადა Thomson Reuters-ის კონტენტის მართვის დირექტორმა, იან ბროქლერჰურსთმა.

 "ჩვენ უაღრესად მოხარული ვართ, ვითანამშრომლოთ მსოფლიოს წამყვან მედიაკორპორაცია Thomson Reuters-თან, რომელიც ბიზნესის პროფესიონალებისთვის ინფორმაციის საუკეთესო წყაროა. „გალტ & თაგარტმა“ საქართველოში პირველმა დაიწყო მუშაობა საინვესტიციო საბანკო კვლევების მიმართულებით. ხსენებული შეთანხმება არის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯი „გალტ & თაგარტისთვის“, რომელიც საქართველოსა და მეზობელი რეგიონის შესახებ მაღალი ხარისხის ანალიზისა და ინფორმაციის ძირითადი წყარო ხდება უცხოელი ინვესტორებისთვის,“ აღნიშნა „გალტ & თაგარტის“ თავმჯდომარემ, არჩილ გაჩეჩილაძემ.

          

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
  • 17:47
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი საქართველოში ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე შეშფოთებას გამოთქვამს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge