png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სოფიო ხუნწარია თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა

  • პოლიტიკა
  • 18.01.2018
  • 10:24
სოფიო ხუნწარია თბილისის მერის მოადგილედ დაინიშნა

თბილისის მერმა კახა კალაძემ მოადგილედ  სოფიო ხუნწარია წარადგინა, რომელიც აქამდე კულტურის საქალაქო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

„მოგეხსენებათ, ჩვენთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის კულტურის განვითარების ხელშეწყობა და ამ მიმართულებით 2018 წელს არაერთი მნიშვნელოვანი ღონისძიება გვაქვს დაგეგმილი. მინდა სოფოს წარმატება ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთად შევძლებთ იმ პროექტების განხორციელებას, რომელიც წარმოდგენილი გვაქვს მოსახლეობისათვის“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

მერის ახალი მოადგილე კულტურის, განათლების, სპორტის, ჯანდაცვისა და სოციალური სფეროს მიმართულებებს ჩაიბარებს.

რაც შეეხება კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურს, მის ხელმძღვანელად ირაკლი გვილავა ინიშნება, რომელიც აქამდე განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსი იყო.

მერიის სტრუქტურული რეფორმის თანახმად, კულტურის, სპორტის, განათლებისა და ახალგაზრდობის მიმართულებები ერთი სამსახურის ქვეშ ერთიანდება.

სოფიო ხუნწარია თბილისის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსად თბილისის მერად კახა კალაძის არჩევის შემდეგ დაინიშნა. მანამდე, ის 1999 წლიდან, როგორც საინფორმაციო გამოშვების წამყვანი, მუშაობდა სხვადასხვა ტელევიზიაში, მათ შორის ტელეკომპანიებში ,,იბერიასა" და ,,მზეში", პროდიუსერად-ტელეკომპანია ,,იმედში"; იყო კულტურის სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი. 2006 წლიდან სარეკლამო კომპანია ,,ვინდფორსის" აღმასრულებელი დირექტორი. 2012 წლიდან ხელმძღვანელობდა ტელეკომპანია ,,არტარეას".

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge