png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ამოცანების, მიზნებისა და განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ვეყრდნობით - ირაკლი კობახიძე NDI-ს კვლევაზე

  • პოლიტიკა
  • 18.01.2018
  • 14:52
 ამოცანების, მიზნებისა და განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ვეყრდნობით - ირაკლი კობახიძე NDI-ს კვლევაზე

„ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები ყოველთვის გვაძლევს იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ NDI-ს კვლევის შედეგებზე საუბრისას განაცხადა.

ირაკლი კობახიძის თქმით, დროის აღნიშნულ მონაკვეთში შიდა კვლევა არ ჩატარებულა და შესაბამისად, NDI-ს კვლევის მონაცემებთან შედარება შეუძლებელია.

„როგორც მოგეხსენებათ, ჩვენ თავს ვიკავებთ ხოლმე NDI-ის მიერ მოწოდებული კვლევების კომენტირებისაგან. ჩვენ გვაქვს საკუთარი შიდა კვლევები და ეს კვლევები გვაძლევს  ყოველთვის იმის საშუალებას, რომ გავაკეთოთ სწორი პროგნოზები როგორც არჩევნების კუთხით, ასევე სხვა მიმართულებით. დროის ამ მონაკვეთში ჩვენ შიდა კვლევა არ ჩაგვიტარებია, აქედან გამომდინარე შეუძლებელია რაიმე შედარების გაკეთება. თუმცა, კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ ჩვენ ვეყრდნობით ყოველთვის ჩვენ შიდა კვლევებს პროგნოზებისათვის“,- განმარტა პარლამენტის თავმჯდომარე.

ჟურნალისტებთან საუბრისას, ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა  პარლამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევის შედეგებსაც და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია კითხვის ფორმულირება.

„ჩვენთვის ეს არის საინტერესო საკითხები, თუმცა, ძალიან მნიშვნელოვანია ასევე, კითხვის ფორმულირება. ძალიან საინტერესოდ იყო დასმული კითხვა, საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით. კითხვა იყო დასმული იმის თაობაზე, იცოდა ხალხმა თუ არა, რომ 26 სექტემბერს უყარა კენჭი პარლამენტმა ამ კანონპროექტს. ასე კითხვები ბუნებრივია, არ ისმება ხოლმე სოციოლოგიურ კვლევებში, თუ გინდა სწორი პასუხის მიღება. დანარჩენი, რა თქმა უნდა, არის მრავალი საინტერესო საკითხი გამოკვლეული NDI-ს მიერ. ჩვენც ვინტერესდებით ამ საკითხებით და ჩვენი შიდა კვლევების საფუძველზე ვიქმნით წარმოდგენას იმის თაობაზე, თუ როგორია საზოგადოების განწყობა“,- განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

ირაკლი კობახიძემ კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდი ამოცანების, მიზნებისა და საზოგადოების განწყობის განსაზღვრის მიზნით, შიდა კვლევებს ეყრდნობა.

 

„ჩვენ არ ვაკეთებთ კომენტარს არც ნდობასთან და არც უნდობლობასთან დაკავშირებით. ჩვენთვის მთავარია, რომ შიდა კვლევების საფუძველზე განვსაზღვროთ ჩვენი ამოცანები, მიზნები, განვსაზღვროთ ის, თუ როგორია საზოგადოების განწყობა სხვადასხვა მიმართულებით. აქედან გამომდინარე, აქცენტს ვაკეთებთ საკუთარ კვლევებზე. თავის დროზე, საუბარი იყო იმაზე, რომ ჩვენი შედეგები იყო აცდენილი CRRC-ს მოწოდებულ შედეგებს. არჩევნებზე იყო მაშინ აქცენტი გაკეთებული და რეალურად, ჩვენი შიდა კვლევები დაემთხვა ჩვენს შედეგებს და აცდენა იყო CRRC-ს  შედეგებსა და არჩევნებს შორის. შესაბამისად,  გვირჩევნია, რომ საკუთარ შიდა კვლევებს დავეყრდნოთ, როდესაც ვაკეთებთ პროგნოზებს ამა თუ იმ მიმართულებით“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge