png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მებრძოლები დააჯილდოვა

  • პოლიტიკა
  • 18.01.2018
  • 15:07
საქართველოს პრეზიდენტმა აფხაზეთის ომის მებრძოლები დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში გამოჩენილი მამაცობის, გმირობის და თავდადებისთვის ვახტანგ გორგასლის I, II, III ხარისხის ორდენებითა და მედლებით, სიკვდილის შემდეგ, დააჯილდოვა აფხაზეთის ომში მონაწილე მებრძოლები.

სამშობლოსათვის თავდადებული მებრძოლების ოჯახებისათვის სახელმწიფო ჯილდოების გადაცემის ცერემონია ვეტერანთა დეპარტამენტში გაიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაიხსენა ის დამსახურება და თავდადება, რომელიც ქართველმა მებრძოლებმა გამოიჩინეს სამშობლოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში.

"წლების მერე მადლობა მინდა ვუთხრა იმ ადამიანებს, ვინც გმირულად შესწირა თავი ჩვენი სამშობლოს ერთიანობას და მთლიანობას.

საქართველოს დამოუკიდებლობის საწყისი პერიოდი იყო უაღრესად მძიმე, იმიტომ, რომ პირველივე დღეებიდან ჩვენ მოგვიხდა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაცვა. ამისათვის მზად არ იყო სახელმწიფო, მაგრამ მზად იყო ჩვენი ერი, მზად იყვნენ ის ადამიანები, ვინც პატრიოტული სულისკვეთებით წავიდნენ სამშობლოს დასაცავად.

მათ ზურგს არ უმაგრებდნენ არც სახელმწიფო ინსტიტუტები, არც არავითარი სისტემა, მაგრამ ყველაზე ძლიერი რაც იყო, რაც აერთიანებდათ ამ ადამიანებს ეს იყო ქვეყნის სიყვარული", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის განცხადებით, ამ მებრძოლების მაგალითზე, შეიქმნა სულ უფრო დახვეწილი და ძლიერი არმია, რომელთა მაგალითზე ვზრდით ჩვენი შეიარაღებული ძალების ახალ თაობებს.

,,მათ მაგალითზე მინდა, რომ გაიზარდოს საქართველოს მომავალი თაობა, არა მხოლოდ, იმიტომ რომ ჩვენ ვიბრძოდით, არამედ იმიტომ, რომ საკუთარი ერის ასეთი სიყვარული გამაერთიანებელი და ბევრი გამარჯვების მომტანია", - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა თითოეულ ოჯახს, მათ ძმებსა და დებს, ქმრებს, შვილებს იმ ღვაწლისთვის, რაც მათ გაიღეს დღევანდელი საქართველოს შესაქმნელად. მათი გმირობა დღევანდელი ჩვენი ქვეყნის ფუნდამენტი და სიძლიერეა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge