primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
primenewsgeorgia.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
19 სექტემბერი, 2026, შაბათი
primenewsgeorgia.ge

კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუკავშირდეს, მაგრამ მუქარის, ოჯახში მისვლის და ნივთების დაყადაღების უფლება არა აქვს - ადვოკატი ბესო სილიკაშვილი

  • ინტერვიუები
  • 18.01.2018
  • 16:57
კრედიტორს შეუძლია მოვალეს დაუკავშირდეს, მაგრამ მუქარის, ოჯახში მისვლის და ნივთების დაყადაღების უფლება არა აქვს - ადვოკატი ბესო სილიკაშვილი

პრობლემური აქტივების ბიუროს დირექტორის, ლაშა ნოზაძის განცხადებით, იმ შემთხვევაში, თუ სესხის ამღები პირი გარდაიცვლება, გარდაცვლილი პირის სამართალმემკვიდრის მოძიება შეიძლება, რაც სამართალდარღვევა არ არის. მისივე თქმით, თუ ონლაინსესხების კომპანია კონკრეტული მომხმარებლის წინააღმდეგ სარჩელს შეიტანს, სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, აღსრულების ეროვნულ ბიუროს შეუძლია, მომხმარებლის საცხოვრებელ მისამართზე ნებისმიერი ნივთი დააყადაღოს. 

აღნიშნულ საკითხს საზოგადოებაში არაერთგვარი  გამოხმაურება მოჰყვა. რა შემთხვევაშია შესაძლებელი მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი მოეთხოვოს; რა ხერხებს მიმართავენ სესხის ამომღები კომპანიები; აქვს თუ არა უფლება აღსრულების ბიუროს კერძო, იურიდიულ პირთან აწარმოოს შეთანხმება ამოღების ფორმებზე? - ახალი ამბების სააგენტო ,,ჯი-ეიჩ-ენის“ კითხვებს ადვოკატმა ბესო სილიკაშვილმა უპასუხა.

მისი თქმით, არც ბანკებს, არც ონლაინ მსესხებლებს, არა აქვთ უფლება ფსიქოლოგიური ტერორის ქვეშ ამყოფონ მოვალეები.

__ ნამვდილად არის თუ არა შესაძლებელი, მსესხებლის გარდაცვალების შემთხვევაში, მის სამართალმემკვიდრეს მოუწიოს ვალის გადახდა?

_ შესაძლებელია მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი მოსთხოვო, მაგრამ მხოლოდ გარკვეული პირობების შემთხვევაში. როცა მამკვიდრებელი გარდაიცვლება, კრედიტორს უფლება აქვს მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი მოსთხოვოს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მემკვიდრე მამკვიდრებლის ქონებას მიიღებს. ვიმეორებ, იმისათვის რომ მემკვიდრეს მამკვიდრებლის ვალი დააკისრო, რამდენიმე პირობა ერთად უნდა არსებობდეს.

__ რა პირობებია ესენი?

_ პირველი, სამკვიდროს მიღების 6 თვიანი ვადა გასული უნდა იყოს. მეორე, 6 თვიანი ვადის გასვლის შემდეგ, მემკვიდრეს ქონება მიღებული უნდა ჰქონდეს. როცა აიღებენ საბუთს, რომ იმ ადამიანმა მისი მოვალის ქონება მემკვიდრეობით მიიღო, შეუძლიათ სასამართლოში მივიდნენ და საუვარის დაკისრება მოითხოვონ, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ იმ ქონების ფარგლებში, რა ქონებაც მან მიიღო. თავისი პირადი ქონებით მემკვიდრეს ვერავითარ შემთხვევაში პასუხს ვერ აგებინებენ.

__ იმ შემთხვევაში, თუ მამკვიდრებელმა ქონება შეგნებულად არ მიიღო, რა ხდება?

_ თუ 6 თვიანი ვადა გავიდა და მამკვიდრებელმა ქონება შეგნებულად არ მიიღო, რომ გადახდას აარიდოს თავი, ასეთ შემთხვევაში, უნდა დამტკიცდეს რომ ეს ადამიანი გარდაცვლილის  პირდაპირი მემკვიდრეა, შემდეგ უნდა დამტკიცდეს რომ ეს ქონება მამკვიდრებელს ეკუთვნის, მერე უნდა აიღონ საბუთი რომ მემკვიდრეობა არ მიუღია და სასამართლოს მიმართონ. ასეთ შემთხვევაში, მას სხვა გზა აღარ დარჩება, ქონება ან უნდა მიიღოს, ან უარი განაცხადოს.

__ ყველა სახის ვალზეა შესაძლებელი სამართალმემკვიდრის მოძიება?

_ იპოთეკურ, სამომხმარებლო სესეხებზე, განვადებებზე შეუძლიათ სამართალმემკვიდრე მოიძიონ, მაგრამ უფლება არ აქვთ, სახლში მივიდნენ, ნივთები აღწერონ და რაღაცეები მიიღონ.   

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
  • 17:04
„არ გადაყარო, ჩააბარე“ - „თეგეტა გრინ პლანეტმა“ ზუგდიდში საავტომობილო ნარჩენების შეგროვების აქცია გამართა
"ქართული ოცნების" 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში მილიარდ ნახევარ ლარზე მეტი უჯდება, ეს ის თანხაა, რომელიც ჩვენი ჯიბიდან არბიტრაჟში წაგებული დავების საკომპენსაციოდ უნდა გადავიხადოთ - თაზო დათუნაშვილი
  • 17:39

ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
  • 17:36
ჩვენ არ ვუწესებთ არავითარ ორმხრივ სანქციებს ირანს, ჩვენ ვმოქმედებთ დადგენილი სასანქციო რეჟიმის შესაბამისად - ირაკლი კობახიძე
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
  • 17:22
„რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს?“ – „თეგეტა“ პარტნიორობას პარალიმპიელ ჩემპიონთან გვანცა ზადიშვილთან იწყებს
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
  • 15:42
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
  • 18:09
ჭკვიანი საკვებურები მიუსაფარი ცხოველებისთვის - „თეგეტა“ „სმარტფოს“ ინოვაციური პროგრამის მხარდამჭერია
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
  • 17:04
მზად იყავი ცვლილებებისთვის – გაიარე მეტი „თეგეტა მოტორსთან“ ერთად
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
  • 12:19
გეკა გელაძემ სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© primenewsgeorgia.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge