ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე მოძრაობის სპეციალური რეჟიმი ამოქმედდა
- საზოგადოება
- 18.01.2018
- 17:57
საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის და ლიპყინულის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზის კმ36-კმ65 ვერონა-შუამთის მონაკვეთზე დაწესდა სპეციალური რეჟიმი.
კერძოდ, ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.