თემქაზე მშენებარე შენობიდან 27 წლის მამაკაცი გადავარდა
- საზოგადოება
- 18.01.2018
- 18:10
თემქაზე მშენებარე შენობის მეორე სართულიდან 27 წლის მამაკაცი გადავარდა.
სასწრაფო დახმარების ჯგუფმა ახალგაზრდა მამაკაცი საავადმყოფოში უგონო მდგომარეობაში მყოფი გადაიყვანა. მას ამ წუთებში ოპერაცია უტარდება.
მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.