png.ge
png.ge
png.ge
16+
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
16 ნოემბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დიდი ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

  • პოლიტიკა
  • 19.01.2018
  • 14:44
 დიდი ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს

დიდი ბრიტანეთი საქართველოში დემოკრატიის განვითარებისთვის დამატებით 5.5 მილიონ გირვანქა სტერლინგს გამოყოფს, – ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა ლორდთა პალატაში ლორდ კოლინა ჰიგბორის შეკითხვის პასუხად განაცხადა.

კოლინა ჰიგბორმა ლორდ უიმბლდონს ჰკითხა, რამდენად არის ბრიტანეთის მთავრობა ჩართული საქართველოს განვითარების პროცესსა და მშვიდობის მშენებლობაში.

დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრების შეხვედრას, სადაც, მისი თქმით, საქართველოში დემოკრატიული რეფორმების გატარების საქმეში ბრიტანეთის დახმარების პერსპექტივები განიხილეს.

„ჩვენ გვინდა, რომ საქართველოში დემოკრატია მდგრადად ვითარდებოდეს. ამისათვის ვაპირებთ, გამოვყოთ დამატებით 5,5 მილიონი გირვანქა სტერლინგი. ამ თემებზე საქართველოს ორმხრივი მოლაპარაკებების ფორმატში ვესაუბრებით, ვესაუბრებით რუსეთსა და მთელ საერთაშორისო საზოგადოებას, ევროკავშირის ჩათვლით“ – აღნიშნა სახელმწიფო მინისტრმა.

დიდი ბრიტანეთის ლორდთა პალატაში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის საკითხზე მოსმენა გაიმართა. დიდი ბრიტანეთის საგარეო და თანამეგობრობის ოფისის თანამეგობრობისა და გაერო-ს საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ლორდმა აჰმად უიმბლდონმა პალატას სიტყვით მიმართა.

აჰმად უიმბლდონმა ლორდთა პალატაში განაცხადა, რომ ბრიტანეთის მთავრობა ყველაფერს აკეთებს, რათა ოკუპირებულ აფხაზეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთში რუსეთის ინტერვენცია შეჩერდეს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
  • 14:22
ავერსის 32-წლიანი ზრუნვის და ერთგულების ისტორია!
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
  • 19:51
უკრაინის მიმართ ევროპის მხარდაჭერას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, რადგან აშშ-ის მხრიდან მხარდაჭერა აღარ არსებობს აღარ არის  - ემანუელ მაკრონი
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
  • 19:12
სააპელაციო სასამართლომ ქვეითზე განზრახ დაჯახების ფაქტზე მსჯავრდებულს 10 წლით პატიმრობა მიუსაჯა
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
  • 19:09
თეთრ სახლთან ახლოს სროლის შედეგად ხუთი ადამიანი დაიჭრა
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
  • 18:56
უკრაინის მხარდაჭერა უნდა გაგრძელდეს - ფრიდრიხ მერცი
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
  • 13:00
„გაიარე მეტი“ „თეგეტა მოტორსთან“ ერთად - როცა მოძრაობა კეთილ საქმეს ემსახურება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge