png.ge
png.ge
png.ge
16+
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ნოემბერი, 2026, ხუთშაბათი
png.ge

პროკურატურა ,,ენმ“-ის წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

  • სამართალი
  • 21.01.2018
  • 14:15
პროკურატურა ,,ენმ“-ის წევრის მიმართ ფიზიკური ძალადობის ბრალდებით დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს

პროკურატურა ,,ენმ“-ის პოლიტიკური საბჭოს წევრის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისთვის დაკავებული პირისთვის პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრის ა.კ.-ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტზე დაკავებული პირისთვის საქართველოს პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვს.

ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2018 წლის 17 იანვარს, ა.კ.-ს დაუკავშირდა და შეხვედრა სთხოვა დიდი ხნის ნაცნობმა და მეზობელმა ი.რ.-მ. ხსენებული პირები ერთმანეთს შეხვდნენ 2018 წლის 18 იანვარს, დაახლოებით 14:00 საათზე, თბილისში, ს. ცინცაძის ქუჩაზე, რა დროსაც ი.რ.-ს ახლდა მეგობარი შ.ი. შეხვედრისას ი.რ.-მ ა.კ.-ს უთხრა, რომ სჭირდებოდა თანხა 600 ლარის ოდენობით და სთხოვა დახმარება, თუმცა ა.კ.-მ განუმარტა, რომ ხსენებული თანხა არ გააჩნდა. ამის შემდეგ ი.რ.-მ ა.კ.-ს სთხოვა სწრაფი ონლაინ სესხის გაკეთება, ან მობილური ტელეფონის ლომბარდში ჩაბარება, რაზედაც ა.კ.-მ კვლავ უარი განუცხადა. ა.კ.-ს მხრიდან უარის მიღების შემდეგ საუბარში ჩაერთო შ.ი., რომელმაც  ა.კ.-ს კატეგორიულად მოსთხოვა დახმარებოდა ი.რ.-ს, თუმცა მორიგი უარის შემდეგ შ.ი.-მ მას ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და სახის არეში რამდენჯერმე დაარტყა ხელი. ა.კ.-ს ჯანმრთელობის დაზიანების ხარისხის დასადგენად დანიშნულია შესაბამისი ექსპერტიზა.

2018 წლის 19 იანვარს შ.ი. ბრალდებულის სახით თბილისში იქნა დაკავებული. მას ბრალდება წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა ან სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია). პროკურატურამ უკვე მიმართა სასამართლოს და ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით ითხოვს პატიმრობის შეფარდებას. წარდგენილი ბრალდება სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს”, - აცხადებენ პროკურატურაში.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
  • 12:50
„საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში“ - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
  • 18:59
დასანანია, როცა ადამიანის ასეთ დაცემას ვხედავ - პაატა მანჯგალაძე შალვა პაპუაშვილზე
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
  • 18:52
საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შეჩერებულია - მარტა კოსი
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
  • 18:32
აშშ-ის კონგრესის ორივე პალატაზე კონტროლი დემოკრატებმა მოიპოვეს
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
  • 15:15
„ავტო გალერი“ Segway Powersports-ის ექსკლუზიური წარმომადგენელი გახდა - საქართველოში ბრენდის ყველგანმავალი ტექნიკა შემოვიდა
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
  • 21:43
მნიშვნელოვანია პოპულაციური იმუნიტეტის ჩამოყალიბება და არავაქცინირებული ადამიანები ამ პროცესს ხელს უშლიან - მაია ბუწაშვილი
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
  • 20:50
ქობულეთში მეექვსე კლასის მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
  • 18:06
„შავი პარასკევი“ „მაზდა ცენტრი თეგეტაში“ - ბრენდის ყველაზე მოთხოვნად მოდელებზე 20%-მდე ფასდაკლება 1-ელი ნოემბრიდან იწყება
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge