იდლიბში „ჯებჰატ ან-ნუსრის“ წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყო
- მსოფლიო
- 22.01.2018
- 10:00
იდლიბის პროვინციის აღმოსავლეთ ნაწილში სირიის სამთავრობო არმიამ და შეიარაღებულმა სახალხო რაზმებმა „ჯებჰატ ან-ნუსრის“ ტერორისტების წინააღმდეგ ოპერაცია დაიწყეს.
ალყაშემორტყმული მებრძოლების ჯგუფში 1500-მდე მებრძოლია. მათ შეიარაღებაში აქვთ ტანკები, ქვეითთა საბრძოლო მანქანები, საველე არტილერიის იარაღი და ნაღმტყორცნები.
გასულ დღეებში სირიის არმიის ქვედანაყოფები აბუ-დუჰურის აეროდრომის ჩრდილოეთით წინ 6 კილომეტრით გაიჭრნენ. ამ ტერიტორიას ტერორისტები ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში აკონტროლებდნენ. მებრძოლებისგან უკვე გათავისუფლებულია 24 დასახლებული პუნქტი.
აბუ-დუჰურიდან „ჯებჰატ-ან-ნუსრის“ მთავარ დასაყრდენამდე - ქალაქ იდლიბამდე 40 კილომეტრია დარჩენილი.
ამავე კატეგორიაში
სარეკლამო სივრცე
300X200
სარეკლამო სივრცე
300X200